Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კორონავირუსები — მონათესავე ვირუსთა ჯგუფი, რომლებიც ცხოველებსა და ფრინველებში დაავადებებს იწვევენ. ადამიანებში კორონავირუსები იწვევენ სასუნთქი გზების ინფექციებს, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება იყოს მსუბუქი, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება, ზოგიერთი კი შეიძლება სასიკვდილოც აღმოჩნდეს — მაგალითად, SARS-ი, MERS-ი და COVID-19. სხვა სახეობებში სიმპტომები სხვადასხვაგვარია: ქათმებში კორონავირუსები იწვევენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებას, ძროხებსა და ღორებში კი დიარეას. ადამიანის კორონავირუსული ინფექციების ვაქცინები ან სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატები ჯერ არ არსებობს.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კორონავირუსი}} |
კორონავირუსები მიეკუთვნება Riboviria-ს სამეფოს Nidovirales-ის რიგის Coronaviridae-ს ოჯახის Orthocoronavirinae ქვეოჯახს. ისინი გარსიანი ვირუსებია დადებითი მნიშვნელობის ცალსპირალური რნმ გენომითა და სპირალური სიმეტრიის ნუკლეოკაპსიდით. კორონავირუსების გენომის ზომა დაახლოებით 27-34 კილოფუძეა და ამ მხრივ უდიდესია რნმ ვირუსებს შორის. სახელი კორონავირუსი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან კორონა, რაც გვირგვინს ნიშნავს; ელექტრონულ მიკროსკოპში ვირიონების (ვირუსული ნაწილაკები) გარშემო ჩანს მათი ზედაპირიდან წვეტების სახით გამოშვერილი ცილები, რის გამოც ისინი მზის კორონას წააგვანან.
სახელი „კორონავირუსი“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „კორონა“, რაც „გვირგვინს“ ნიშნავს. თავის მხრივ, სიტყვა ლათინურში ნასესხებია ბერძნულიდან, κορώνη, სადაც ის ასევე „გვირგვინს“ ნიშნავს. ამ ვირუსებს ეს სახელი ხუან ალმეიდამ და დევიდ ტაირელმა უწოდეს, რომლებიც პირველები დააკვირდნენ კორონავირუსს და შეისწავლეს კიდეც. ბეჭდვით წყაროში, ვირუსთა ახალი ოჯახის აღსაწერად სახელი პირველად 1968 წელს გამოჩნდა ჟურნალ Nature-ში. სახელი აღნიშნავს ვირიონების (ვირუსების ინფექციური ფორმა) სახასიათო ვიზუალს ელექტრონულ მიკროსკოპში, ზედაპირიდან გამოშვერილ დიდ, ფოჩების მსგავს მახასიათებლებს, რომელთა გამოც ის მზის კორონას წააგავს. ეს მორფოლოგია წარმოქმნილია ვირუსის წვეტი პეპლომერების, ანუ მის ზედაპირზე არსებული ცილების მიერ.
კორონავირუსი პირველად 1930-იან წლებში აღმოაჩინეს, როდესაც დადგინდა, რომ შინაური ქათმების მწვავე რესპირატორული ინფექცია გამოწვეული იყო ინფექციური ბრონქიტის ვირუსით (IBV). 1931 წელს, ჩრდილოეთ დაკოტაში, არტურ შალკმა და მაკ ჰაუნმა პირველად აღწერეს ქათმების რესპირატორული ინფექცია. ახლად გამოჩეკილი წიწილების ინფექცია ხასიათდებოდა მძიმედ სუნთქვითა და მოშვებულობით. წიწილების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40-90 პროცენტი იყო. ექვსი წლის შემდეგ, ფრედ ბოდეტმა და შარლ ჰუდსონმა წარმატებით მოახდინეს დაავადების გამომწვევი ინფექციური ვირუსის იზოლირება და კულტივირება. 1940-იან წლებში, მოხდა ცხოველების კიდევ ორი კორონავირუსის იზოლირება — თაგვების ჰეპატიტის ვირუსი (MHV) და გადამდები გასტროენტერიტის ვირუსი (TGEV). იმ დროს მეცნიერებმა არ იცოდნენ, რომ ეს სამი ვირუსი ერთმანეთის მონათესავე იყო.
ადამიანის კორონავირუსები 1960-იან წლებში აღმოაჩინეს. მათი იზოლირება ორი სხვადასხვა მეთოდით შეძლეს გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.