![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2d/Derbent_winter.jpg/640px-Derbent_winter.jpg&w=640&q=50)
დერბენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
დერბენტი, კასპი[1], ზღვის-კარი, ალექსანდრია[2] (სპარს. دربند დარბანდ — „დახშული კარი“; თურქ. demur kapu — „რკინის კარი“; არაბ. Bab-El-Abvab — „კართა კარი“; ძვ. ქართ. დარუბანდი; ლეზ. Кьвевар; აზერ. Дәрбәнд, Dərbənd; თაბას. Дербент, Шагьур, Цалли; დარ. Чулли, Чяли; ხუნძ. Дербенд; ლაკ. Дарбант, Чурул) — ქალაქი დაღესტანში. რუსეთის ფედერაციის უკიდურესი სამხრეთით მდებარე და დაღესტანში მნიშვნელობით მეორე ქალაქი (მოსახლეობა 101.031 ადამიანი 2002 წ.). მოსახლეობის მთავარი შემადგენელი ეთნიკური ჯგუფებია: ლეზგები, აზერბაიჯანელები და თაბასარანელები.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარუბანდი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ძველი ქალაქი დერბენტი, მისი ციტადელი, ციხესიმაგრე და ნაგებობები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
![]() | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 44°04′00″ ჩ. გ. 48°17′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2003 (27-ე სესია) |
ნომერი | 1070 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ხშირად აიგივებენ რა ლეგენდარულ ალექსანდრეს ჭიშკართან, დერბენტი საკუთარ თავს რუსეთის ფედერაციის უძველეს ქალაქს უწოდებს. ანტიკურობის ხანიდან მოყოლებული ამ არემარის როგორც კავკასიის ჭიშკრის მნიშვნელობა გაცნობიერებული იყო და აქ უძველესი დროიდან მრავალი ციხესიმაგრე თუ საომარი გამაგრება აუგიათ. დერბენტის უძველესი არქეოლოგიური სტრუქტურები 5000 წლით თარიღდება. განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო ქალაქი ორ კედელს შუა განვითარდა, ვრცელდება რა მთის კალთებიდან ზღვის სანაპირომდე. წლების განმავლობაში აქ მობატონე სხვადასხვა ქვეყანა ქალაქს საკუთარ სახელს არქმევდა, თუმცა ყოველი მათგანი უკავშირდება სიტყვას „ჭიშკარი“.
1722 წელს დერბენტს ეწვია პეტრე დიდი. 1747 წელს შეუერთდა ყუბის სახანოს. 1806 წელს გადავიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. წარმოადგენდა კასპიის ოლქის სამაზრო ქალაქს[3].