დაღესტნის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
დაღესტნის დროშა — რესპუბლიკის დროშა, რომელიც მიიღეს დაღესტნის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ. დროშა ოფიციალურად მიიღეს 1994 წლის 26 თებერვალს.[2] 2003 წლის 19 ნოემბერს დროშის პროპორცია შეიცვალა თავდაპირველი 1:2 – დან 2:3 – მდე, ხოლო შუა ზოლის ფერი შეიცვალა ღია ცისფერიდან ლურჯამდე.[1]
სწრაფი ფაქტები დაღესტნის დროშა, მიღებულია ...
დაღესტნის დროშა | |
---|---|
ამჟამინდელი დროშა | |
მიღებულია | 2003 წლის 19 ნოემბერი |
პროპორცია | 2:3[1] |
დროშის ავტორი | აბდულვაგაბ მურაჩაევი |
წინა დროშები | |
26 თებერვალი 1994 წელი - 19 ნოემბერი 2003 წელი | |
პროპორცია | 1:2 |
დახურვა
2014 წლის ნოემბერში მახაჩკალაში წარმოადგინეს რუსეთის ფედერაციისა და დაღესტნის რესპუბლიკის დროშები. მათი ზომა 27 მეტრის სიგანისა და 40 მეტრის სიგრძის იყო. ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღო 250 ახალგაზრდამ.[3].
2012 წლის 5 მაისს დაღესტნის და რუსეთის დროშები დასწიეს დაღესტნის ყველა ქალაქსა და რეგიონში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა გლოვის ნიშნად. ამ დროს 15 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაშავდა.[4]