დასტინ ჰოფმანი
From Wikipedia, the free encyclopedia
დასტინ ჰოფმანი[1] (ინგლ. Dustin Lee Hoffman დ. 8 აგვისტო, 1937) — ორგზის კინოაკადემიის ოსკარისა და ექვსგზის ოქროს გლობუსის მფლობელი, სამგზის BAFTA-სა და ემის პრემიის ლაურეატი ამერიკელი მსახიობი. 1960 წლიდან, ჰოფმანმა გამოიარა სატელევიზიო, კინო და თეატრალური კარიერა. მისი პირველი კრიტიკული ქება მოჰყვა 1966 წლის სპეკტაკლში Eh? თამაშს, რითაც მან მიიღო თეატრის მსოფლიოსა და დრამის საწერი მაგიდის ჯილდოები. მას მალევე მოჰყვა ბენ ბრედოკის როლი 1967 წლის ფილმში კურსდამთავრებული. ამ ფილმის წარმატების შემდეგ, ჰოფმანის კარიერა ძირითადად გაგრძელდა ფილმების სამყაროში, მხოლოდ რამდენიმე არარეგულარული დაბრუნებებით ტელევიზიასა და სცენაზე. მისი მნიშვნელოვანი ფილმებია: შუაღამის კოვბოი (1969), პატარა დიდი კაცი (1970), ლენი (1974), პრეზიდენტის მთელი გარემოცვა (1976), კრამერი კრამერის წინააღმდეგ (1979), ტუტსი (1982), წვიმის კაცი (1988), კაუჭა (1991), მძინარენი (1996), ძაღლის კუდის ქიცინი (1997), ფაკერების გაცნობა (2004) და ჰარვის ბოლო შანსი (2008).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰოფმანი. |
დასტინ ჰოფმანი | |
---|---|
დაბადების სახელი | დასტინ ლი ჰოფმანი |
დაბადების თარიღი |
8 აგვისტო, 1937 (1937-08-08) (86 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
აქტიური | 1967-დღემდე |
მეუღლე(ები) |
ენი ბერნი (1969-1980) ლიზა გოტზეგენი (1980-დღემდე) |
მშობლები |
მამა: ჰარი ჰოფმანი დედა: ლილიან ჰოფმანი (გოლდი) |
ოსკარი |
საუკეთესო მსახიობი 1979 კრამერი კრამერის წინააღმდეგ 1988 წვიმის კაცი |
ოქროს გლობუსი |
წლის მსახიობი 1968 კურსდამთავრებული საუკეთესო მსახიობი - დრამა 1980 კრამერი კრამერის წინააღმდეგ 1989 წვიმის კაცი საუკეთესო მსახიობი - მუსიკალური/კომედია 1983 ტუტსი საუკეთესო მსახიობი - მინისერიალი/TV ფილმი 1986 კომივოიაჟორის სიკვდილი სესილ ბ. დემილის ჯილდო 1997 ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის |
BAFTA |
საუკეთესო ახალბედა 1969 კურსდამთავრებული საუკეთესო მსახიობი 1970 ჯონი და მარი; შუაღამის კოვბოი 1984 ტუტსი |
ემი |
უმნიშვნელო მთავარი როლი - მინისერიალი/ფილმი 1986 კომივოიაჟორის სიკვდილი |
სხვა ჯილდოები |
NYFCC ჯილდო - საუკეთესო მსახიობი 1979 კრამერი კრამერის წინააღმდეგ ბერლინის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი 1989 ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის კარიერის ოქროს ლომი 1996 ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის AFI ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის 1999 ცხოვრებაში მიღწეული წარმატებებისათვის |