დამალა
From Wikipedia, the free encyclopedia
დამალა, ტამალა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფ. დამალა).[1]
სოფელი | |
---|---|
დამალა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
თემი | დამალა |
კოორდინატები | 41°34′45″ ჩ. გ. 43°17′22″ ა. გ. |
დაარსდა | 1 მაისი, 1828 |
ცენტრის სიმაღლე | 1380 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1234[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | სომხები 99,35 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს თრიალეთის ქედის განშტოების ჭობარეთის ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1380 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 3 კილომეტრით, ახალციხიდან 36 კილომეტრით.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის №671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. ძველი ქართული სახელწოდებაა ტამალა, ტამალია. თანამედროვე დამალა დაარსებულია 1829 წელს ერზრუმის პროვინციიდან გადმოსახლებული სომხების მიერ. სოფელში დგას XIX საუკუნის სურბ-ხაჩის სომხური ეკლესია (განახლდა და კვლავ მოქმედი გახდა 2008 წელს). სოფლის მიდამოებში მდებარეობს შუა საუკუნეებში აგებული „კოხტას ციხე“ და ადრეული შუა საუკუნეების დროინდელი დამალის ეკლესია.