დაკარგული სამოთხე
From Wikipedia, the free encyclopedia
დაკარგული სამოთხე (ინგლ. Paradise Lost) — ინგლისელი პოეტის ჯონ მილტონის ეპიკური პოემა, პირველად გამოცემული 1667 წელს[2] 10 წიგნად. 1674 წლის გამოცემაში წიგნების რაოდენობა თორმეტს გაუტოლდა.[2] პოემა თეთრი ლექსით აღწერს პირველი ადამიანის ადამის ისტორიას. კრიტიკოსთა თქმით, ეს პოემა არის მილტონის ძირითადი ნაშრომი, რომელიც დაეხმარა მას რეპუტაციის გამყარებაში, როგორც მისი დროის ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი პოეტისა.[3]
სწრაფი ფაქტები „დაკარგული სამოთხე“, ავტორი ...
„დაკარგული სამოთხე“ | |
---|---|
Paradise Lost | |
პირველი გამოცემის პირველი გვერდი (1668) | |
ავტორი | ჯონ მილტონი |
გარეკანის მხატვარი | ჯ. ბ. დე მედინა და ჰენრი ოლდრიჩი |
ქვეყანა | ინგლისი |
ენა | ინგლისური ენა |
ჟანრი | ეპიკური პოეზია, ქრისტიანული მითოლოგია |
გამომცემელი | სემუელ სიმონსი (თავდაპირველი) |
გამოცემის თარიღი | 1667 |
მთარგმნელი |
|
მედია | ბეჭდური |
მომდევნო | „დაბრუნებული სამოთხე“ |
დახურვა
არსებობს წიგნის არაერთი გამოცემა და თარგმანი, მათ შორის ქართულ ენაზეც. მილტონმა ამ პოემის გაგრძელლებაც დაწერა — „დაბრუნებული სამოთხე“. ითვლება, რომ ორივე წიგნში ინგლისის თავბრუდამხვევი პოლიტიკური ცხოვრება და ავტორის ბედი აისახა. 1667 წელს დაბრმავებულმა და გაღატაკებულმა ჯონ მილტონმა საავტორო უფლებები „დაკარგულ სამოთხეზე“ £10-ად გაყიდა.