დავითი
ისრაელის მეფე, ბიბლიური პერსონაჟი / From Wikipedia, the free encyclopedia
დავითი, დავით წინასწარმეტყველი, დავით მეფსალმუნე (ებრ. דָּוִד; დ. დაახ. ძვ. წ. 1035, ბეთლემი — გ. ძვ. წ. 965, იერუსალიმი) — ისრაელის სამეფოს მეორე მეფე, იესეი ბეთლემელის უმცროსი ვაჟი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავითი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები დავითი, გაერთიანებული ისრაელის სამეფოს მე-2 მეფე ...
დავითი | |
---|---|
דָּוִד | |
მეფე დავითი უკრავს არფაზე. მინიატურა XV საუკუნის ქართული ფსალმუნების მანუსკრიპტიდან. | |
გაერთიანებული ისრაელის სამეფოს მე-2 მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | დაახ. ძვ. წ. 1005 |
მმართ. დასასრული: | 965 |
წინამორბედი: | საული |
მემკვიდრე: | სოლომონ მეფე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახ. ძვ. წ. 1035 |
დაბ. ადგილი: | ბეთლემი |
გარდ. თარიღი: | ძვ. წ. 965 |
გარდ. ადგილი: | იერუსალიმი |
მეუღლე: | მიქალი, აჰიონამი, აბიგაილი, მახაჰი, ჰაგითი, ეგლაჰი, აბიტალი და ბერსაბე |
შვილები: | ამნონი, თამარი, აბესალომი, ადონია, სოლომონი |
დინასტია: | იუდეას მეფეთა დინასტიის დამაარსებელი |
მამა: | იესეი |
რელიგია: | იუდაიზმი |
დახურვა
მეფობდა 40 წელს (დაახ. ძვ. წ. 1005—965): შვიდი წელი და ექვსი თვე იყო იუდეის მეფე, დანარჩენი 33 წელი ისრაელის მეფე. ის არის მმართველის იდეალური განსახიერება. წმინდა წერილების მიხედვით მესია სწორედ დავით წინასწარმეტყველის შთამომავალია.
ბიბლიის მიხედვით დავითი იყო მწყემსი. ღმერთმა ნახა მისი სიკეთე, ამიტომ მოაშორა საული სამეფოს და ტახტზე დავით წინასწარმეტყველი აიყვანა.
დავითი აბრაამისეული რელიგიების ერთ-ერთი მთავარი წმინდანია. ის გვხვდება იუდეველთა, ქრისტიანთა და მუსულმანთა ტრადიციებში. ყურანში ის დაუთის სახელითაა მოხსენიებული.