დაავადება
From Wikipedia, the free encyclopedia
დაავადება — პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზმზე. როდესაც ადამიანს რომელიმე სნულება შეეყრება, მის ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები ხდება, ხშირად — უსიამოვნო. ადამიანი შესაძლოა დაავადებული დაიბადოს ან შემდეგ დაავადდეს ტრავმის, ინფექციის, ან სხვა მიზეზის გამო. დაავადება სხადასხვაგვარია, დაწყებული ისეთი მძიმე სნეულებით, როგორიც შიდსია და დამთავრებული ჩვეულებრივი გაციებით. ზოგიერთი სნეულება, მაგალითად დიაბეტი, პოტენციურად სახიფათოა, მაგრამ სათანადო მკურნალობის შემთხვევაში ორგანიზმს დიდი ზიანი არ მიადგება.