From Wikipedia, the free encyclopedia
გუსარის რაიონი (აზერ. Qusar rayonu, ლეზ. КцIар район) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მდებარეობს აზერბაიჯანის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი გუსარი.[1][2][3]
ადმინისტრაციული ერთეული | |
---|---|
გუსარის რაიონი | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ადმ. ცენტრი | გუსარი |
კოორდინატები | 41°25′00″ ჩ. გ. 48°26′00″ ა. გ. |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1930 |
ფართობი | 1542 კმ² |
სატელეფონო კოდი | 994 23 |
საფოსტო ინდექსი | 3800 |
საავტომობილო კოდი | 38 |
ოფიციალური საიტი | http://www.qusar-ih.gov.az |
რაიონი ესაზღვრება დაღესტნის რესპუბლიკას (რუსეთი) და ყუბისა და ხაჩმაზის რაიონებს.
რაიონში ყველაზე ადრეული ქანები მიეკუთვნება იურულ პერიოდს და თარიღდება 135–145 მილიონი წლით. დადგენილია, რომ გუსარის რაიონში ადამიანები უკვე ცხოვრობდენ ძვ. წ. II ათასწლეულიდან მოყოლებული. ხოლო სხვა არქეოლოგიური აღმოჩენები თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულით.[4]
რაიონი დაარსდა 1930 წელს და გილის რაიონს უწოდებდნენ . მისი ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობდა სოფელ გილში. 1934 წელს, რაიონის ცენტრი გადავიდა გუსარში, ხოლო 1938 წელს დაერქვა გუსარის რაიონი.
გუსარი მდებარეობს ევრაზიის კონტინენტზე, მთავარი კავკასიონის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიდამოებში. მთები, რომელთა შორის ასევე არის შაჰდაღის მთა, იკავებს რაიონის ტერიტორიის დიდ ნაწილს. რაიონის ტერიტორია მდებარეობს აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. გუსარი რესპუბლიკის უნიკალურ კარიბჭეს წარმოადგენს. ჯერ კიდევ ძველ დროში რაიონის ტერიტორია კარგ პოზიციას იკავებდა მთავარი სავაჭრო გზების გასასვლელთან. რაიონის ცენტრალური ქალაქი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან დაშორებულია 179 კილომეტრით. მისი ფართობი მოიცავს 1 542 კმ 2-ს, რაც აზერბაიჯანის ტერიტორიის 1.7% -ს შეადგენს. გუსარი რიგით მე -14 უდიდესი რაიონია აზერბაიჯანში.
გუსარის რაიონის ადგილობრივი რელიეფი მთებისა და ხეობებისაგან შედგება. რაიონში გავრცელებულია მინერალური წყაროები, როგორებიცაა: კირქვა, კალკოპირიტი, ლიმონიტი და მარმარილო. გუსარი და სამური არის რაიონის მთავარი მდინარეები.[5]
რაიონის საზღვრების მთლიანი სიგრძე 225 კილომეტრია. მას ესაზღვრება:
2007 წლის მონაცემებით, რაიონის მოსახლეობა 85 899 ადამიანს შეადგენდა. აქედან 98.67% ლეზგები, ხოლო 0.86% აზერბაიჯანელები იყვნენ. [6]2009 წლის მონაცემებით, ლეზგები შეადგენდნენ 90,5%, აზერბაიჯანელები 9,1%, ხოლო სხვა ეროვნების წარმომადგენლები 0.4% -ს. 2016 წლის მონაცემებით, რიონის მოსახლეობა გაიზარდა 96 199 ადამიანამდე.[7]ლეზგები შეადგენდნენ აზერბაიჯანის მთლიანი მოსახლეობის 2% -ს, რომლებიც დასახლდნენ გუსარის რაიონში.[8][9]
2017 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 21%, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი 79% სოფლებში ცხოვრობს. [5]
სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 97 200 ადამიანს, რაც გაიზარდა 15 400 ადამიანით (დაახლოებით 18,8 პროცენტით) 2000 წლიდან მოყოლებული. 2000 წელს მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 81 800 ადამიანს.[10] მთლიანი მოსახლეობიდან 48 600 მამაკაცია, ხოლო 48 600 კი ქალი.[11] მოსახლეობის 26,9 პროცენტზე მეტს (დაახლოებით 26 200 ადამიანი) შეადგენენ 14–29 წლების ფარგლებში მყოფი მოზარდები და ახალგაზრდები.[12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.