![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e8/Principality_of_Guria_%2528XV-XIX_centuries%2529-ka.svg/langka-640px-Principality_of_Guria_%2528XV-XIX_centuries%2529-ka.svg.png&w=640&q=50)
გურიის სამთავრო
From Wikipedia, the free encyclopedia
გურიის სამთავრო — ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში, რომელიც არსებობდა XV საუკუნის 60-იანი წლებიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე გურიის ტერიტორიაზე. სამთავრო წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის შედეგად, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე და მოიცავდა მესხეთის ქედს, შავ ზღვას, რიონსა და ჭოროხს შორის მდებარე ტერიტორიას. XV-XVII საუკუნეებში გურიის სამთავროში ზოგჯერ შედიოდა აჭარა და ჭანეთი. გურიის სამთავროს განაგებდნენ გურიელები, მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი. გურიელების ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ ადგილობრივი თავადები: თავდგირიძეები, ნაკაშიძეები, მაჭუტაძეები, ბერიძეები, ერისთავები და სხვები. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. XVI საუკუნის II ნახევრიდან XVIII საუკუნის ბოლომდე გურიის სამთავრო ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო, 1811 წელს შევიდა რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ. 1829 წელს რუსეთის იმპერიამ სამთავროს ანექსია მოახდინა და მის ტერიტორიაზე შექმნა ოზურგეთის მაზრა.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურია (მრავალმნიშვნელოვანი). |
გურიის სამთავრო სამთავრო | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
![]() გურიის სამთავრო XV–XIX საუკუნეებში | |||||||
დედაქალაქი | ალამბარი (XV-XVI სს) ოზურგეთი (1578-1827) ნაგომარი (1827-1829) | ||||||
უდიდესი ქალაქები | ბათუმი, ქობულეთი, ოზურგეთი | ||||||
ენა | ქართული | ||||||
რელიგია | მართლმადიდებლობა | ||||||
ფულის ერთეული | ოსმალური ყურუში | ||||||
მოსახლეობა | 25 ათასი (1806) | ||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია | ||||||
დინასტია | გურიელები | ||||||
მთავარი | |||||||
- 1463-1483 | კახაბერ II გურიელი | ||||||
- 1826-1828 | სოფიო | ||||||
დღეს | დღეს ამ ტერიტორიაზე | ||||||
ისტორია | |||||||
- ჩიხორის ბრძოლის შემდეგ სამთავროს წარმოშობა | 1463 | ||||||
- ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრდომობა | 1568 | ||||||
- რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა | 8 აპრილი 1811 | ||||||
- სამთავროს გაუქმება | 26 დეკემბერი 1829 | ||||||
← საქართველოს სამეფო |