From Wikipedia, the free encyclopedia
გურამ თუშიშვილი (დ. 5 თებერვალი, 1995, კოჯორი, საქართველო) — ქართველი ძიუდოისტი,[1] რომელიც 2018 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი +100 კგ წონით კატეგორიაში, აგრეთვე 2017 წელს ის გახდა ევროპის ჩემპიონი ამავე წონის კატეგორიაში. 2019 წლის 27 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან მიიღო ორთვიანი დისკვალიფიკაცია, რომლის ათვლაც 29 მარტიდან დაიწყო, ამის მიზეზი გახდა ის, რომ მან მიიღო მონაწილეობა კურაშის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო სპორტსმენებს, ვინც არიან ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა.[2]
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბ. თარიღი | 5 თებერვალი, 1995 |
დაბ. ადგილი | კოჯორი, თბილისი, საქართველო |
სიმაღლე | 193 სმ |
წონა | 115 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | საქართველო |
სპორტი | ძიუდო |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.