გუდაუთის მუნიციპალიტეტი
მუნიციპალიტეტი საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
გუდაუთის მუნიციპალიტეტი[1] (აფხ. Гәдоуҭа амуниципалитет) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. მისი ტერიტორია იმყოფება აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების და რუსული საოკუპაციო ძალების კონტროლის ქვეშ.
ადმინისტრაციული ერთეული | |
---|---|
გუდაუთის მუნიციპალიტეტი აფხ. Гәдоуҭа амуниципалитет | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
ადმ. ცენტრი | გუდაუთა |
ფართობი | 1640 კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
სატელეფონო კოდი | (444) |
საფოსტო ინდექსი | 6900–6999 |
მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე და ზღვის ვიწრო სანაპირო დაბლობ ზოლში. გუდაუთის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები, აღმოსავლეთით სოხუმის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით გაგრის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით — შავი ზღვა. ფართობი 1640 კმ2. ცენტრი — ქ. გუდაუთა. მუნიციპალიტეტში არის 2 ქალაქი (ახალი ათონი, გუდაუთა), 1 დაბა (მიუსერა), 109 სოფელი, 20 თემი: ააცის, აბღარხუქის, აგარაკის, ანუხვის, აჭანდარის, ახალსოფლის, ბარმიშის, ბლაბურხვის, დურიფშის, ზვანდრიფშის, კალდახვარის, ლიხნის, მუგუძირხვის, მწარის (ცენტრი — ჭირუთა), ოთხარის, პრიმორსკოეს, ფსირცხის, ყულანურხვის, ხოფის, ჯირხვის.
1917 წლამდე ახლანდელი გუდაუთის მუნიციპალიტეტი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით — აფხაზეთის სსრ-ში გუდაუთის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო დღევანდელ საზღვრებში.