გრონინგენის უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
გრონინგენის უნივერსიტეტი (ნიდერლ. Rijksuniversiteit Groningen) — ნიდერლანდების ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი უნივერსიტეტი ქალაქ გრონინგენში. დაარსდა 1614 წელს. მისი არსებობის მანძილზე იგი 100 ათ. სტუდენტმა დაამთავრა. კოიმბრის ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელია. 2012 წლის აპრილში გრონინგენის უნივერსიტეტი დასახელდა როგორც ნიდერლანდების საუკეთესო უნივერსიტეტი. აქვს 9 ფაკულტეტი და ამდენივე ასპირანტურა, 27 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და 175-ზე მეტი საგანმანათლებლო პროგრამა. ჰყავს 34 000 სტუდენტი (2020 წელი).
სწრაფი ფაქტები გრონინგენის უნივერსიტეტი, დევიზი ...
გრონინგენის უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი | Verbum domini lucerna pedibus nostris |
დაფუძნდა | 1614 წელს |
ტიპი | სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რექტორი | ელმერ სტერკენი |
პრეზიდენტი | სიბრანდ პოპემა |
სტუდენტი | 34 000[1] |
მდებარეობა | გრონინგენი |
ქალაქი | გრონინგენი |
ქვეყანა | ნიდერლანდები |
კავშირები | Coimbra Group, Association of Universities in the Netherlands, Stichting Academisch Erfgoed[2] , iRODS კონსორციუმი[3] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[4] , arXiv[5] , Guild of European Research-Intensive Universities[6] , ORCID[7] და Coalition for Advancing Research Assessment[8] |
www.rug.nl |
დახურვა