From Wikipedia, the free encyclopedia
გრობინია (ლატვ. Grobiņa) — ქალაქი ლატვიაში. გრობინიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ლატვიის დასავლეთ ნაწილში, კურზემეს ისტორიულ რეგიონში, ლიეპაიიდან აღმოსავლეთით 11 კმ-ის დაშორებით.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
გრობინია Grobiņa | |||
ქალაქის თვითმმართველობის შენობა | |||
| |||
ქვეყანა | ლატვია | ||
დაქვემდებარება | სამხარეო დაქვემდებარების ქალაქი | ||
რეგიონი | კურზემე | ||
მხარე (ლატვია)|ლიტვის მხარეები|მხარე | კულდიგა | ||
კოორდინატები | 56°32′09″ ჩ. გ. 21°09′56″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1695 | ||
პირველი ხსენება | XIII საუკუნე | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1695 | ||
ფართობი | 5,2 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 20 მეტრი | ||
მოსახლეობა | 4 225[1] კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 825,2 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | (+371) 634 | ||
საფოსტო ინდექსი | LV-3430 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.grobina.lv | ||
ქალაქი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XIII საუკუნეში, როგორც ტევტონთა ორდენის ციხესიმაგრე ზეებურგის ადგილსამყოფელი. თუმცა დასახლების ისტორია აქ იწყება ვიკინგების პერიოდიდან. შვედი არქეოლოგის ბირგერ ნერმანის მიერ 1929-1930 წწ. ჩატარებული გათხრების შედეგად გაირკვა, რომ VII-IX საუკუნეებში გრობინიის ადგილზე მდებარეობდა ვიკინგების მსხვილი კოლონია. VIII საუკუნე აღნიშნული კოლონიის აყვავების პერიოდია. IX საუკუნეში კოლონიის ეკონომიკური მდგომარეობა ეცემა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ პრუსების მიწაზე მათ ვაჭრობა-ხელოსნობაში კონკურენტები გამოუჩნდათ ქალაქების კაუპისა და ტრუსოს სახით.
ვიკინგების პერიოდის არქეოლოგიური კომპლექსი 2011 წლის 18 აპრილიდან წარდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების საცდელ სიაში[2].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.