გრივნა
From Wikipedia, the free encyclopedia
გრივნა, ასევე ჰრივნა (უკრ. гривня) — უკრაინის ეროვნული ფულის ერთეულია 1996 წლიდან. მან შეცვალა კარბოვანეცი, დროებითი ფულის ერთეული, რომელიც შემოღებულ იქნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (კარბოვანეცი რუბლის ეკვივალენტია უკრაინულ ენაზე). ერთი გრივნა 100.000 კარბოვანცს უდრიდა. გრივნა იყოფა 100 კოპიიკად.
უკრაინული გრივნა უკრ. українська гривня | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
კოდი ISO 4217 | UAH | ||||
ოფიციალური მომხმარებლები |
უკრაინა | ||||
შედგება | 100 კაპიკისაგან | ||||
სიმბოლო | ₴ | ||||
მონეტები | 1, 2, 5, 10, 25, 50 კაპიკი, 1 გრივნა | ||||
ბანკნოტები | 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 200, 500, 1000 გრივნა | ||||
ცენტრალური ბანკი | უკრაინის ეროვნული ბანკი | ||||
გაცვლითი კურსი (21 აპრილი, 2023 თვის) | |||||
1 USD | = 36,5686 UAH | ||||
1 EUR | = 40,0664 UAH | ||||
1 GEL | = 14,6886 UAH | ||||
1 GBP | = 45,4566 UAH |
გრივნას სიმბოლოა უკრაინული ასო ჰე-ს კურსივი, ორმაგი ჰორიზონტალური ხაზით, რაც სტაბილურობის ნიშნავს. გრივნას აბრევიატურაა "გრნ" (грн., hrn). ISO 4217-ის მიხედვით გრივნას სავალუტო კოდია UAH ან 980. გრივნას სიმბოლოს სპეციფიკური დიზაინი 2003 წელს უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.
2006 წლის 21 თებერვალს გრივნას კურსი იყო 5.05 გრივნა 1 დოლართან ან 6.01253 გრივნა 1 ევროსთან, უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით.