From Wikipedia, the free encyclopedia
გოცო[1][2] (მალტ. Għawdex, ინგლ. Gozo, იტალ. Gozo, ძვ. ბერძნ. Γαῦδον, ლათ. Gaudus) — კუნძული 67 კმ² ფართობით ხმელთაშუა ზღვაში, რომელიც მალტის არქიპელაგის შემადგენლობაში შედის. მალტის ტერიტორიის შემადგენლობაში სიდიდის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს. კუნძულის მთავარი ქალაქი — ვიქტორია (1887 წლამდე ეწოდებოდა რაბათი).
მშობ. სახელი: Għawdex | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | მალტა |
კოორდინატები | 36°02′42″ ჩ. გ. 14°15′32″ ა. გ. |
ფართობი | 57 კმ² |
სიგრძე | 13.34 კმ |
სიგანე | 7.15 კმ |
უმაღლესი წერტილი | 195 მ |
დედაქალაქი | ვიქტორია |
უდიდესი ქალაქი | ვიქტორია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 32,723 (2017) |
სიმჭიდროვე | 557 /კმ² |
ეთნიკური ჯგუფები | მალტელები |
გოცო მალტის არქიპელაგზე ფართობის მიხედვით მეორე ადგილს იკავებს (კუნძულ მალტის შემდეგ). ორ კუნძულს შორის მანძილი 6 კილომეტრს შეადგენს.
კუნძული განთქმულია თავისი პეიზაჟებითა და საინტერესო ადგილებით. მათ შორისაა კალიფსოს გამოქვაბული (ჰომეროსის ოდისეაში, კუნძული მოხსენიებულია როგორც ოგიგია) და ჯგანტიას ნეოლითური ტაძრები, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგიური სტრუქტურები, რომლებიც კი ოდესმე ადამიანის ხელს შეუქმნია.[3]
კუნძულისთვის დამახასიათებელი ლანდშაფტია — ქედები ბრტყელი მწვერვალებით. კუნძულზე მდინარეები არ არის, თუმცა შემორჩენილია მხოლოდ ღრმა კალაპოტები. კუნძულზე არის "შიდა ზღვა" — ლაგუნა-ყურე.
კუნძულის სანაპიროებზე ძირითადად ციცაბო კლდეებია. გამონაკლისია რამდენიმე პატარა ქვიშიანი ნაპირი, რომლებიც პლაჟებს ქმნიან.
2017 წლის მონაცემებით, კუნძულის მოსახლეობა 32,723 ადამიანს შეადგენს, მათგან დაახლოებით 6 000-ზე მეტი ქალაქ ვიქტორიაში ცხოვრობს.
კუნძული გოცო კუნძულ მალტას საბორნე გზით უკავშირდება, რომლითაც ხორციელდება მგზავრებისა და ავტომობილების გადაყვანა. გემები მოძრაობენ კუნძულ გოცოს ნავსადგურ მჯარსა, მალტის ნავსადგურებს ჩირკეუვასა (30 წუთი) და სა-მეისონს (1 საათი 15 წუთი) შორის.
კუნძულ გოცოზე არის მრავალი ტურისტული ობიექტი. მთავარი კურორტები — შლენდი, მარსალფორნი, მჯარი.
სანაპოროს გასწვრივ მდებარეობს ტურისტული 50 კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი — Gozo Coastal Walk.[4]
კუნძულის ძირითადი ღირსშესანიშნაობებია:
კუნძულის ჩრდილოეთით მდებარეობენ რამლას, სან-ბლასის, ჰონდო-ირ-რუმინის ქვიშიანი პლიაჟები.
დუეიტას ყურეშია (Dwejra) გადაღებული სერიალ "სამეფო კარის თამაშების" პირველი სეზონის სერიები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.