From Wikipedia, the free encyclopedia
გლენ თეოდორ სიბორგი (ინგლ. Glenn Theodore Seaborg; დ. 19 აპრილი, 1912 — გ. 25 თებერვალი, 1999) — ამერიკელი ქიმიკოსი და 1951 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში.[28]
სიბორგმა კარიერის უმეტესი ნაწილი კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) მასწავლებლად და სამეცნიერო მკვლევარად გაატარა, ასევე იყო პროფესორი, ხოლო 1958-1961 წლებში უნივერსიტეტის მეორე კანცლერი.[29] იყო ამერიკის ათი პრეზიდენტის მრჩეველი, 1961-1971 წლებში ამერიკის ატომური ენერგიის კომისიის თავმჯდომარე.
სიბორგი არის ათი ელემენტის თანა-აღმომჩენი, ეს ელემენტებია: პლუტონიუმი, ამერიციუმი, კიურიუმი, ბერკელიუმი, კალიფორნიუმი, აინშტაინიუმი, ფერმიუმი, მენდელევიუმი, ნობელიუმი და ელემენტი 106. აღმოჩენილი აქვს 100-ზე მეტი იზოტოპი. 1951 წელს ედუინ მაკ-მილანთან ერთად ნობელის პრემიის მიღების შემდეგ, 50-მდე საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა, და დაჯილდოვდა რამდენიმე ნომინაციით. ავტორია რამდენიმე წიგნისა და 500-მდე ჟურნალის სტატიის.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.