გიფუს პრეფექტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
გიფუს პრეფექტურა (იაპ. 岐阜県) — იაპონიის პრეფექტურა, რომელიც მდებარეობს ტიუბუს რაიონში, კუნძულ ჰონსიუზე.[1](გვ. 246)[2](გვ. 126) გიფუს პრეფექტურის მოსახლეობა არის 1,991,390 (2019 წლის 1 ივნისის მიხედვით) და მას 10 621 კვადრატული კილომეტრი უჭირავს. გიფუს პრეფექტურას ესაზღვრება: ტოიამას პრეფექტურა - ჩრდილოეთით, ისიკავას პრეფექტურა - ჩრდილო-დასავლეთით, ფუკუის პრეფექტურა - დასავლეთით, შიგას პრეფექტურა - სამხრეთ დასავლეთით, მიესა და აიტის პრეფექტურა სამხრეთით. ასევე ნაგანოს პრეფექტურა აღმოსავლეთით.
გიფუს პრეფექტურა 岐阜県 | |
---|---|
გიფუს პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | ტიუბუ |
კუნძული | ჰონსიუ |
კოორდინატები | 35°29′ ჩ. გ. 136°54′ ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | გიფუ |
ISO 3166-2:JP | JP-21 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 10 621.29 კმ² (7) |
მოსახლეობა | (2019) |
სულ | 1 991 390 ად. (17) |
სიმჭიდროვე | 190 ად./კმ² |
რაიონი | 9 |
მუნიციპალიტეტი | 42 |
სიმბოლიკა
პრეფექტურის ემბლემა | |
ხე | Taxus cuspidata |
ყვავილი | Astragalus sinicus |
ფრინველები | Lagopus muta |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | ჰაჯიმე ფურუტა |
ოფიციალური საიტი (იაპონური) |
გიფუ არის გიფუს პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. სხვა მსხვილ ქალაქებს შორისაა: ოგაკი, კაკამიგაჰარა და ტაჯიმი . [3] (p246)
გიფუს პრეფექტურა მდებარეობს იაპონიის ცენტრალურ ნაწილში და რვა ზღვაზე გასასვლელის არ მქონე პრეფექტურიდან ერთ-ერთია. პრეფექტურის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დედაქალაქ გიფუში ცხოვრობს. გიფუს პრეფექტურა მდებარეობდა იაპონიის ისტორიულ გზაჯვარედინზე, სადაც გადიოდა აღმოსავლეთსა და დასავლეთთან დამაკავშირებელი მარშრუტები. გიფუს პრეფექტურა იყო გრძელვადიანი რეზიდენცია ოდა ნობუნაგა და საიტო დოსანისთვის, რომლებიც იაპონური ისტორია სენგოკუს პერიოდში მნიშვნელოვან პიროვნებებს წარმოადგენდნენ. [4] გიფუს პრეფექტურა ცნობილია ვუაშის ქაღალდის ტრადიციული ინდუსტრიით, მათ შორის გიფუს ქაღალდის ლამპებითა და გიფუს ქოლგებით. ასევე იაპონური ხმლებისა და საბრძოლო იარაღის ინდუსტრიებით. გიფუს პრეფექტურაში მდებარეობს გიფუს ციხე, ასევე 1,300 წლის ტრადიცია, რომელიც ანკესით თევზაობას მოიცავს მდინარე ნაგარაზე. ის ასევე განთქმულია სეკიგაჰარას ბრძოლით.