![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/06/Streptopelia_decaocto_-balcony_-two-8.jpg/640px-Streptopelia_decaocto_-balcony_-two-8.jpg&w=640&q=50)
გვრიტი (გვარი)
From Wikipedia, the free encyclopedia
გვრიტი (ლათ. Streptopelia, ძვ. ბერძნ. στρεπτο πέλεια — „მტრედი ყელსაბამით“) — ფრინველთა გვარი მტრედისებრთა ოჯახისა. მოიცავს 14 (ან 18) სახეობას.[1] მცირე და საშუალო ზომის ფრინველებია, მათი სხეულის სიგრძეა 30 სმ-მდე, მასა 100-150 გ. აშენებენ ღია ბრტყელ ბუდეებს ხეებზე, დასახლებულ პუნქტებში — შენობათა კარნიზებზე (ლავგარდანზე). გავრცელებულნი არიან ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხვდება გვრიტი (Streptopelia turtur).[2] რამდენიმე სახეობა (მცირე გვრიტი, ხალებიანი გვრიტი) ინტროდუცირებულია ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და სხვა კუნძულებზე.
![]() |
ეს სტატია გვარს ეხება. სახეობის შესახებ იხილეთ გვრიტი. |
სწრაფი ფაქტები გვრიტი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
გვრიტი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() რგოლებიანი გვრიტი (Streptopelia decaocto) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Streptopelia (Bonaparte, 1855) | |||||||||||||
|
დახურვა