გეღარქუნიქის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
გეღარქუნიქი (სომხ. Գեղարքունիք) — სომხეთის პროვინცია (მარზი). ის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და აზერბაიჯანს ესაზღვრება. 5,348 კმ2-ით გეღარქუნიქი სომხეთის ფართობით უდიდესი პროვინციაა. თუმცა, ტერიტორიის დაახლოებით 1,278 კმ2 სევანის ტბას უჭირავს, რომელიც კავკასიის უდიდესი ტბაა და რეგიონის ტურისტული ცენტრი. გეღარქუნიქის დედაქალაქია გავარი.
სწრაფი ფაქტები გეღარქუნიქი Գեղարքունիք, მდებარეობა ...
გეღარქუნიქი Գեղարքունիք | |
---|---|
მდებარეობა | |
ინფორმაცია | |
დედაქალაქი | გავარი |
გუბერნატორი | ნვერ პოღოსიანი |
ფართობი მთლიანი - წყალი (%) |
ადგილი 1-ლი 5,348 კმ² 23.8% |
მოსახლეობა - მთლიანად (2002) - სიმჭიდროვე |
ადგილი მე-7 215,371 58.9/კმ² |
კოდები - საფოსტო კოდი - ISO 3166-2 - FIPS 10-4 |
1201-1626 AM.GR AM041 |
საიტი | gegharkunik.gov.am |
დახურვა
პროვინციას ეკუთვნის არწვაშენის სომხური ანკლავი, რომელიც მთლიანად აზერბაიჯანითაა შემოსაზღვრული. ის აზერბაიჯანის კონტროლქვეშაა ყარაბაღის ომის შემდეგ.
გეღარქუნიქს ესაზღვრება შემდეგი მარზები: ვაიოცძორი სამხრეთით, არარატი სამხრეთ-დასავლეთით, კოტაიქი ჩრდილო-დასავლეთით და ტავუში ჩრდილოეთით