გერმანიის ლიტერატურული პრემია From Wikipedia, the free encyclopedia
გეორგ ბიუხნერის სახელობის პრემია (გერმ. Georg-Büchner-Preis) — გერმანულენოვან ლიტერატურაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც დაფუძნდა მწერლისა და დრამატურგის — გეორგ ბიუხნერის პატივსაცემად. პრემია ყოველწლიურად გადაეცემათ გერმანულ ენაზე მოღვაწე ავტორებს, „რომლემაც თავიანთი გამორჩეული შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თანამედროვე გერმანული კულტურული ცხოვრების ჩამოყალიბებაში.“[1]
გეორგ ბიუხნერის პრემია | |
ჯილდო | გადაეცემათ გერმანულენოვან ავტორებს, რომლებაც თავიანთი გამორჩეული შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თამედროვე გერმანული კულტურული ცხოვრების ჩამოყალიბებაში |
წარადგენს | ენისა და მხატვრული სიტყვიერების გერმანული აკადემია |
პირველად გადაეცა | 1923 |
deutscheakademie.de/en/awards/georg-buechner-preis |
---|
პრემია 1923 წელს გეორგ ბიუხნერის პატივსაცემად დაფუძნდა და თავდაპირველად იგი ძირითადად ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლებს, პოეტებს, მსახიობებს და მომღერლებს გადაეცემოდათ.[2]
1951 წლიდან პრემიის ლაურეატები მხოლოდ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ხდებიან და მას ენისა და მხატვრული სიტყვიერების გერმანული აკადემია გასცემს. 2002 წლიდან პრემიის საპრიზო ფონდს 20 ათასი ევრო შეადგენს.
გეორგ ბიუხნერის პრემია ხშირად მომავალი პოტენციური გერმანულენოვანი ნობელიანტი მწერლის გამოსავლენ ინდიკატორად ითვლება. გეორგ ბიუხნერის პრემიის ხუთ ლაურეატს: გიუნტერ გრასს, ჰაინრიხ ბიოლს, ელიას კანეტს, პეტერ ჰანდკესა და ელფრიდე იელინეკს — ჯილდოს მიღების შემდგომ წლებში მიენიჭათ ნობელის პრემია ლიტერატურაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.