დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები — ეწოდება მეცნიერების დარგებს, რომელთა კვლევის ობიექტია დედამიწა და მისი სხვადასხვა ასპექტები:

  • გეოდეზია - საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებათა დარგი, რომლის მიზანია დედამიწის ან მისი რაიმე ნაწილის ფორმისა და ზომის შესაწავლა მისი სიმრუდის დადგენის მიზნით.
  • გეოლოგია - მეცნიერება დედამიწის მყარი საფარის (ქერქის) და მის შემადგენლობასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ.
  • გეოფიზიკა - მეცნიერება დედამიწის ქერქის, ოკეანეების და ატმოსფეროს ფიზიკური მდგომარეობისა და მოვლენების შესახებ.
  • ეკოლოგია - მეცნიერება ცოცხალი არსებებისა და გარემოს ურთიერთობების შესახებ.
  • მინერალოგია - მეცნიერება მინერალების შესახებ.
  • მეტეოროლოგია - ატმოსფერული მოვლენების შემსწავლელი მეცნიერება.
  • პალეონტოლოგია - ნამარხი ცხოველებისა და მცენარეულობის შემსწავლელი მეცნიერება.
  • სეისმოლოგია - მეცნიერება მიწისძვრებისა და დედამიწის შიგნით სეისმური ტალღების მოძრაობის შესახებ.
  • ფიზიკური გეოგრაფია - გეოგრაფიის დარგი, რომელიც სწავლობს დედამიწის ბუნებრივ ასპექტებს, ბუნებრივი ტერიტორიების სტრუქტურულ ნაწილებს. იგი მოიცავს აგრეთვე მეცნიერებათშორის დისციპლინებს:
გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგია, ჰიდროლოგია, გლაციოლოგია, ბიოგეოგრაფია.
Thumb
ლავის ამონაფრქვევი კრაფლას ვულკანიდან

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.