სულთან აჰმედ I-ისა და ქიოსემ სულნის ქალიშვილი From Wikipedia, the free encyclopedia
გევჰერჰან სულთანი (თურქ. Gevherhan Sultan) ასევე ცნობილია როგორც გევჰერ სულთანი ან გიუვჰერჰან სულთანი — ოსმალეთის იმპერიის სულთნის აჰმედ I-ისა და ქიოსემ სულთანის ქალიშვილი. მურად IV-ისა და იბრაჰიმ I-ის უფროსი და.
გევჰერჰან სულთანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | თურქ. Gevherhan Sultan |
დაბადების თარიღი |
1608 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
1660 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე(ები) |
ქარა მეჰმედ-ფაშა თოფალ რეჯეფ-ფაშა სიავუშ ფაშა |
მშობლები |
მამა: აჰმედ I დედა: ქიოსემ სულთანი |
გევჰერჰან სულთანი იყო, სულთან აჰმედისა და ქიოსემ სულთანის ხუთი ქალიშვილიდან ერთ-ერთი (აიშე, ფატმა, ჰანზადე, ათიქე). სიცოცხლის განმავლობაში, გევჰერჰანმა სულ 3-ჯერ იქორწინა. პირველად, 1619 წელს მიათხოვეს ქარა მეჰმედ-ფაშას, რომელიც ამავე წლის დეკემბერში გარდაიცვალა. მეჰმედ-ფაშასგან გევჰერჰანს ეყოლა ვაჟიშვილი. 5 წლის შემდეგ, გევჰერჰანი ქიოსემ სულთანის ბრძანებით მეორედ მიათხოვეს ადმირალ თოფალ რეჯეფ-ფაშას, რომლისგანაც გოგონა ეყოლა. რეჯეფ-ფაშა, სულთან მურადის ბრძანებით 1632 წელს სიკვდილით დასაჯეს. ფაშას სიკვდილიდან მალევე, გევჰერჰანი მესამედ მიათხოვეს სიავუშ ფაშას, რომელიც ქორწილიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. გევჰერჰანი გარდაიცვალა სტამბოლში, 1660 წელს და დაასაფლავეს მისი მამის, სულთან აჰმედის მავზოლეუმში, სულთან აჰმედის მეჩეთში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.