ქედი საქართველოში, კახეთის მხარეში From Wikipedia, the free encyclopedia
გარეჯის სერი, უდაბნოს ქედი — დაბალი სუბგანედური სერი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ივრის ზეგანზე. სიგრძე 10–11 კმ. უმაღლესი წერტილია მთა უდაბნო (879 მ, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი), რომლის ჩრდილო კალთაზე მდებარეობს ქართული სამონასტრო კომპლექსი დავითგარეჯა. ანტიკლინური ასიმეტრიული ქედია.[2] ჩრდილოეთი კალთა ციცაბოა, ზოგან ფლატეებიანი, სამხრეთი — შედარებით დამრეცი. აგებულია ნეოგენური (მეოტური და პონტური) კონგლომერატებით, ქვიშაქვებითა და თიხნარებით. ჩრდილოეთი კალთა შემოსილია ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. გარეჯის სერზე და მიმდებარე ტერიტორიაზე იზრდება გარეჯის სალბი (Salvia garedji), რომელიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი გავრცელების მცირე არეალის და მისი სავარაუდო შემცირების მიზნით.[3]
გარეჯის სერი | |
---|---|
მთა უდაბნო (მარცხნივ) და გარეჯის სერი | |
კოორდინატები: 41°26′26″ ჩ. გ. 45°22′39″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | უდაბნო |
სიმაღლე | 879 მ |
სიგრძე | 10–11 კმ |
ამგებელი ქანები | კონგლომერატი, ქვიშაქვა და თიხნარი |
სურათები ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.