![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/39/GEO-ARA-KH.svg/langka-640px-GEO-ARA-KH.svg.png&w=640&q=50)
განთიადი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)
From Wikipedia, the free encyclopedia
განთიადი (ყოფილი ყარადერე - გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[2].) — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მახინჯაურის თემში. მდებარეობს აჭარის ზღვისპირა ბორცვიან მთისწინეთში, მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 100 მ სიმაღლეზე. შავი ზღვიდან დაშორებულია 2 კილომეტრით, მახინჯაურიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) დაშორებულია 3 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1656 კაცი[1]. სოფელში არის საჯარო სკოლა. 1890-იან წლებში ცნობილი იყო სინიცინის ჩაის პლანტაცია სოფელ ყარადერეში[3].
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განთიადი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
განთიადი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
თემი | მახინჯაური |
კოორდინატები | 41°39′55″ ჩ. გ. 41°43′05″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ყარადერე |
ცენტრის სიმაღლე | 100 მ |
მოსახლეობა | 1656[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა