განდაკი
From Wikipedia, the free encyclopedia
განდაკი ან კალი-განდაკი — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდინარე ნეპალში და განგის მარცხენა შენაკადი ინდოეთში. ნეპალში მას ასევე კრიშნა-განდაკის უწოდებენ.[1] ამ ქვეყანაში იგი ცნობილია თავის ღრმა ხეობით ჰიმალაის მთებში და უზარმაზარი ჰიდროელექტრული პოტენციალით. აუზის მთლიანი ფართობი 46 300 კმ²-ია, რომლის უდიდესი ნაწილიც ნეპალში მდებარეობს. აუზი ამავე დროს მოიცავს მსოფლიოში სულ არსებული 14 ისეთი მწვერვალიდან სამს, რომელთა სიმაღლეც 8 000 მეტრზე მეტია; ესენია — დჰაულაგირი, მანასლუ და ანაპურნა. ამათგან უმაღლესია დჰაულაგირი.
სწრაფი ფაქტები განდაკი, ქვეყანა ...
განდაკი | |
---|---|
ქვეყანა | ნეპალი, ინდოეთი |
სათავე | ნეპალი |
სიგრძე | 630 კმ |
აუზის ფართობი | 46 300 კმ² |
განდაკი ვიკისაწყობში |
დახურვა
მდინარე სათავეს იღებს ნეპალში, ტიბეტის საზღვართან, ზღვის დონიდან 6 268 მეტრზე, მუსტანგის რეგიონში.