From Wikipedia, the free encyclopedia
განათლება ყველასათვის - საქართველო — საქართველოს განათლების სფეროში მოღვაწე კოალიცია, რომელიც დაარსდა 2013 წლის შემოდგომაზე. მასში გაწევრიანებულია განათლების სფეროში დასაქმებული 15 სხვადასხვა თემატური პროფილის მქონე, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლებიც იზიარებენ „განათლება ყველასათვის“ მსოფლიო დეკლარაციის პრინციპებს[2][3].
განათლება ყველასათვის - საქართველო | |
---|---|
შეიქმნა | 2013 |
სტატუსი | კოალიცია |
მიზანი | განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა |
დირექტორი | გიორგი ჭანტურია[1] |
ოფიციალური ვებგვერდი |
ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხიან განათლებაზე თანაბარ წვდომას საქართველოში. კოალიცია სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო მოძრაობის გლობალური კამპანია განათლებისთვის წევრია. მოძრაობა მოქმედებს იუნესკოს ეგიდით, განათლება ყველასათვის დეკლარაციის ფარგლებში[4]. კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ საქმიანობას ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
კოალიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საგნობრივი ასოციაციების მხარდაჭერა, მდგრადი განვითარების მიზნები, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, სკოლების მხარდაჭერა[5].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.