ხსნარი ქიმიაში — ნარევი, რომელიც შედგება ორი ან მეტი ნივთიერებისგან . ის ნივთიერება, რომელშიც იხსნება სხვა ნივთიერება, ცნობილია როგორც გამხსნელი. ჩვეულებრივ, ხსნარში გამხსნელი ნივთიერება უფრო მეტია, ვიდრე გახსნილი. ხსნარში გახსნილი ნივთიერების კონცენტრაცია მასაში გამოისახება მთლიანი ხსნარის მასის პროცენტულად. ტერმინ „წყალხსნარში“ კი იგულისხმება ხსნარი სადაც ერთ-ერთი ნივთიერება აუცილებლად წყალია.[1]

Thumb
მარილწყალის მომზადება წყალში სუფრის მარილის(NaCl) გახსნით.

ხსნარის ტიპები

აირადი ხსნარი

თუ გამხსნელი არის აირი მოცემულ პირობებში მასში მხოლოდ აირები იხსნება. ამგვარი ხსნარის მაგალითია ჰაერი (აზოტში გახსნილი ჟანგბადი და სხვა აირები). ლიტერატურის ნაწილში, ისინი არც კი განიხილებიან, როგორც ხსნარები, მაგრამ განიხილებიან, როგორც ნარევები.

თხევადი ხსნარი

თუ გამხსნელი თხევადია, მაშინ თითქმის ყველა აირის, სითხეების და მყარი ნივთიერებების გახსნაა მასში შესაძლებელი. ზოგიერთი მაგალითი:

  • აირი თხევად გამხსნელში
  • თხევადი თხევად გამხსნელში
  • ორი ან ორზე მეტი თხევადი ნივთიერების შერევით მაგრამ სხვადასხვა კონცენტრაციით, რთა მივიღოთ ხსნარის მუდმივა. (ხსნარის ჰომოგენიზაცია)
  • ალკოჰოლური სასმელების, ძირითადად წყალში ეთანოლის გახსნა.
  • მყარი თხევად გამხსნელში
  • საქაროზას წყალში გახსნა.
  • ნატრიუმის ქლორიდი (NaCl) (სუფრის მარილი) ან ნებისმიერი სხვა მარილი წყალში გახსნა, რომლებიც ქმნიან ელექტროლიტებს: დაშლისას, მარილი იყოფა იონებად.
  • არა-წყალხსნარში სადაც გამხსნელი წყალი არ არის.[1]
  • მოცემულია მაგალითები როდესაც თხევადი ხსნარები არ არის ერთგვაროვანი ასეთებია: კოლოიდები, სუსპენზიები ემულსიები კი არ განიხილება ხსნარებად.

მყარი ხნარი

იმ შემთხვევაში თუ გამხსნელი მყარი ნივთიერება, მაშინ მასში შეიძლება გაიხსნან აირები, სითხეები და მყარი ნივთიერებები.

  • აირი მყარ გამხსნელში
  • თხევადი მყარ გამხსნელში
  • მყარი მყარ გამხსნელში

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.