![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/6/69/%25D0%259E%25D1%2582%25D0%25BA%25D1%2580%25D0%25BE%25D0%25B2%25D0%25B5%25D0%25BD%25D0%25B8%25D0%25B5_%25D0%2598%25D0%25BE%25D0%25B0%25D0%25BD%25D0%25BD%25D0%25B0_%25D0%2591%25D0%25BE%25D0%25B3%25D0%25BE%25D1%2581%25D0%25BB%25D0%25BE%25D0%25B2%25D0%25B0._%2528%25D0%2590%25D0%25BF%25D0%25BE%25D0%25BA%25D0%25B0%25D0%25BB%25D0%25B8%25D0%25BF%25D1%2581%25D0%25B8%25D1%2581%2529russia18.jpg/640px-%25D0%259E%25D1%2582%25D0%25BA%25D1%2580%25D0%25BE%25D0%25B2%25D0%25B5%25D0%25BD%25D0%25B8%25D0%25B5_%25D0%2598%25D0%25BE%25D0%25B0%25D0%25BD%25D0%25BD%25D0%25B0_%25D0%2591%25D0%25BE%25D0%25B3%25D0%25BE%25D1%2581%25D0%25BB%25D0%25BE%25D0%25B2%25D0%25B0._%2528%25D0%2590%25D0%25BF%25D0%25BE%25D0%25BA%25D0%25B0%25D0%25BB%25D0%25B8%25D0%25BF%25D1%2581%25D0%25B8%25D1%2581%2529russia18.jpg&w=640&q=50)
გამოცხადება იოანესი
From Wikipedia, the free encyclopedia
გამოცხადებაჲ წმიდისა მახარებლისა და ღმრთისმეტყვუელისა იოანესი — ახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება. ქრისტიანული ლიტერატურის და ესქატოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ხშირად მოიხსენიება როგორც აპოკალიფსი (ბერძნ. ἀποκάλυψις „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“). შექმნილია ახ. წ. 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/6/69/%D0%9E%D1%82%D0%BA%D1%80%D0%BE%D0%B2%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5_%D0%98%D0%BE%D0%B0%D0%BD%D0%BD%D0%B0_%D0%91%D0%BE%D0%B3%D0%BE%D1%81%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B0._%28%D0%90%D0%BF%D0%BE%D0%BA%D0%B0%D0%BB%D0%B8%D0%BF%D1%81%D0%B8%D1%81%29russia18.jpg/320px-%D0%9E%D1%82%D0%BA%D1%80%D0%BE%D0%B2%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5_%D0%98%D0%BE%D0%B0%D0%BD%D0%BD%D0%B0_%D0%91%D0%BE%D0%B3%D0%BE%D1%81%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B0._%28%D0%90%D0%BF%D0%BE%D0%BA%D0%B0%D0%BB%D0%B8%D0%BF%D1%81%D0%B8%D1%81%29russia18.jpg)
იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰოე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...”[1] ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა.
ქრისტიანთა რწმენით ”იოანეს გამოცხადება” შეიცავს ღრმა საიდუმლოებებს. უფალი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. მას მოელოდნენ პირველი ქრისტიანები და მას მოელიან დღევანდელი ქრისტიანები.