ბუქარესტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბუქარესტი (რუმ. București) — რუმინეთის დედაქალაქი და ქვეყნის ინდუსტრიული და კომერციული ცენტრი. მდებარეობას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე დიმბოვიცის სანაპიროზე.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ბუქარესტი რუმ. București | |||
| |||
ქვეყანა | რუმინეთი | ||
კოორდინატები | 44°24′48″ ჩ. გ. 26°05′52″ ა. გ. | ||
ქალაქის მერი | Nicușor Dan | ||
დაარსდა | 1459 | ||
ფართობი | 226 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 70 მეტრი | ||
მოსახლეობა | 1 716 961 (1 დეკემბერი, 2021)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||
საფოსტო ინდექსი | 010011–062397[2] | ||
საავტომობილო კოდი | B | ||
ოფიციალური საიტი | http://www.pmb.ro | ||
ქალაქი პირველად ნახსენებია 1459 წელს. დედაქალაქის სტატუსი 1862 წელს მიიღო. მას შემდეგ ბუქარესტმა მრავალი ცვლილება განიცადა და რუმინეთის მედიის, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი გახდა. მისი ეკლექტური არქიტექტურა — ისტორიული, კომუნისტური და თანამედროვე არქიტექტურის ნაზავი — ნათლად ასახავს ქალაქზე ისტორიული პროცესებისა და მოვლენების გავლენას. ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში ქალაქი აღმოსავლეთი ევროპის კულტურის ცენტრი იყო და, მისი არქიტექტურისა და ელიტის გამო, მას აღმოსავლეთის პარიზი, ან მცირე პარიზი შეარქვეს. ომმა, მიწისძვრებმა და ნიკოლაუ ჩაუშესკუს „სისტემატიზაციის პროგრამამ“ ქალაქს იერი საკმაოდ შეუცვალა და დაუმახინჯა, თუმცა შენობების ნაწილი გადარჩა და ბოლო წლებში ქალაქი ისევ განიცდის ეკონომიკურ და კულტურულ ბუმს.
2011 წლის გამოკითხვის მიხედვით ბუქარესტის მოსახლეობა 1,883,425 ადამიანს შეადგენდა. აგლომერაციაში დაახლოებით 2,272 163 ადამიანი ცხოვრობს. ეკონომიკურად ბუქარესტი რუმინეთის ყველაზე მდიდარი ქალაქია და ასევე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული და საკომუნიკაციო ცენტრია.
ქალაქის ადმინისტრაციული სახელია ბუქარესტის მუნიციპალიტეტი (Municipiul București) და ოლქის სტატუსი აქვს, რომელიც, თავის მხრივ, ექვს სექტორად არის დაყოფილი.