ბურგოსის საკათედრო ტაძარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბურგოსის კათედრალი (ესპ. Catedral de Burgos) - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ესპანეთის ქალაქ ბურგოსში. საძირკველი ჩაეყარა 1221 წელს, როგორც კასტილიის საკათედრო ტაძარს. მშენებლობა დასრულდა XV-XVI სს. ტაძარი წარმოადგენს ესპანური გოთიკის ყველაზე უფრო ბრწყინვალე ძეგლს. მისი გიგანტური თაღედი გახდა ძირითადი ატრიბუტი ესპანურენოვანი მსოფლიოს მონასტრებისთვის (განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში).
სწრაფი ფაქტები ბურგოსის საკათედრო ტაძარი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ბურგოსის საკათედრო ტაძარი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iv, vi |
სია | |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 42°20′26″ ჩ. გ. 3°42′16″ დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1984 (მე-8 სესია) |
ნომერი | 316 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1221 წლის 20 ივლისს, ყოფილი რომაული ტაძრის ადგილზე კასტილიის მეფის ფერდინანდ III-ის ბრძანებით.
1919 წელს ეკლესიაში დაასაფლავეს ესპანეთის ეროვნული გმირი, კასტილიელი რაინდი სიდ კამპეადორი და მისი მეუღლე დონია ხიმენა.
1984 წელს შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (კრიტერიუმი:II, IV, VI).