ბურბონები
სამეფო გვარი / From Wikipedia, the free encyclopedia
ბურბონები — ფრანგული წარმოშობის არისტოკრატული საგვარეულოს სახელი, რომელიც მათ მიიღეს „ბურბონის სასახლის“ მიხედვით (დღევანდელი ბურბონ-ლ'არშამბო).
ბურბონები მონარქები იყვნენ/არიან ევროპის შემდგომ სუვერენულ ქვეყნებში: ნავარა, საფრანგეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ანდორა, ორივე სიცილიის სამეფო, ლუკას საჰერცოგო, პარმის საჰერცოგო. გარდა ამისა, ბურბონები მრავალი ფრანგული საჰერცოგოს მფლობელები იყვნენ.