From Wikipedia, the free encyclopedia
ბუკა (ინგლ. Buka) — მარჯნის კუნძული წყნარ ოკეანეში, სოლომონის არქიპელაგში. შედის პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება აილენდსის რეგიონის ბუგენვილის ავტონომიურ რეგიონს. ფართობი შეადგენს 682,3 კმ²-ს[1]. კუნძულის მოსახლეობა შეადგენს 50 000 კაცს. სიმჭიდროვე — 73,282 კაცი/კმ²-ზე. დასახლებულია მელანეზიელებით.
მშობ. სახელი: ინგლ. Buka | |
---|---|
ბუკა (კუნძულ ბუგენვილის ჩრდილოეთით) | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 5°15′00″ ს. გ. 154°38′00″ ა. გ. |
ფართობი | 682,3 კმ² |
სიგრძე | 52 კმ |
სიგანე | 18 კმ |
უმაღლესი წერტილი | 498 მ |
პაპუა-ახალი გვინეა | |
რეგიონი | აილენდსი |
პროვინცია | ბუგენვილის ავტონომიური რეგიონი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 50 000 |
სიმჭიდროვე | 73,282 /კმ² |
ბუკა — შედარებით ბრტყელი კუნძულია დაახლოებით 52 კმ ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით, და 18 კმ-მდე სიგანით დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ის გამოყოფილია ბუგენვილის კუნძულიდან ვიწრო, ღრმა და სწრაფი დინების მქონე სრუტით, რომლის სიგანეა დაახლოებით 200 მეტრი. დასავლეთის სანაპიროს გასწვრივ არსებობს პატარა მთის ქედი. ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან არის მთა ბეი, სიმაღლით — 498 მეტრი.
აღმოჩენილია 1767 წლის 25 აგვისტოს ინგლისელი კაპიტნის ფილიპ კარტერეტის მიერ. მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულზე მიმდინარეობდა ბრძოლები ავსტრალიას, აშშ-სა და იაპონიას შორის.
კუნძულ ბუკის ეკონომიკა შეიძლება დაიყოს ქალაქის და სოფლის სექტორებად. სოფლის სექტორი ხასიათდება ნატურალური მეურნეობით, ძირითადად მოჰყავთ ბატატი. აწარმოებენ კოპრას და კაკაოს.
ქალაქის სექტორი განვითარების სტადიაშია. არსებობს რამდენიმე მცირე ბიზნესის საწარმო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.