![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/06/Psyche_casta%252C_newly_emerged_male_%25288744278821%2529_%2528cropped%2529.jpg/640px-Psyche_casta%252C_newly_emerged_male_%25288744278821%2529_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
ბუდოსნები
From Wikipedia, the free encyclopedia
ბუდოსნები[1] (ლათ. Psychidae) — ქერცლფრთიანების ოჯახი. ფრთები შავი, რუხი, ყავისფერი ან მოყვითალოა, ზოგჯერ ნახევრად გამჭვირვალე, შლილი 8–60 მმ-ია; მოხატულობა, თუკი აქვთ, არაგამოკვეთილია. ხორთუმი განვითარებული არ არის. მამლებს ფრთები აქვთ, დედლები, ჩვეულებრივ, უფრთონი არიან და ხშირად კიდურებიც არ აქვთ. ცნობილია არანაკლებ 800 სახეობა. მუხლუხები პოლიფაგები არიან, ვითარდებიან სხვადასხვა ბალახოვან მცენარეზე (იშვიათად ლიქენებზე), ცხოვრობენ მცენარეული ფრანგმენტების ან ქვიშის მარცვლების (უმდაბლესი წარმომადგენლები) აბრეშუმით შეკრულ შალითაში, მასშივე ჭუპრდებიან. მამლები აქტიურად ეძებენ დედლებს; ეს უკანასკნელნი, როგორც წესი, არ ტოვებენ შალითას, აქ ხდება განაყოფიერება, კვერცხების დადება და პირველი ასაკის მუხლუხების განვითარება.[2]
სწრაფი ფაქტები ბუდოსნები, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ბუდოსნები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ♂ გლუვზედაპირიანი ბუდოსანა (Psyche casta) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Psychidae (Boisduval, 1828) | ||||||||||||
|
დახურვა