From Wikipedia, the free encyclopedia
ბრაიან ფერი (დ. 26 სექტემბერი, 1945, ტაინ-ენდ-უირი, ინგლისი) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი ინგლისელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. იგი ცნობილი გახდა 1970-იანების დასაწყისში, არტ-როკ ჯგუფ Roxy Music-ით, რომლის სამი ალბომი #1 პოზიციას იკავებდა, ხოლო 10 სინგლი ბრიტანეთში 1970-იანებსა და 1980-იანებში მოხვდა საუკეთესო 40-ეულში (მათ შორის იყო სიმღერები "Virginia Plain", "Street Life", "Love is the Drug", "Dance Away", "Angel Eyes", "Over You", "Oh Yeah", "Jealous Guy", და "More Than This". ფერის სოლო კარიერა დაიწყო 1973 წელს, ჯერ კიდევ ჯგუფში წევრობისას და დღემდე გრძელდება. მისი სოლო ჰიტებია "A Hard Rain's a-Gonna Fall", "Let's Stick Together", "This Is Tomorrow", "Slave to Love" და "Don't Stop the Dance".
ბრაიან ფერი | |
---|---|
ბრაიან ფერი | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 26 სექტემბერი, 1945[1] |
დაბ. ადგილი | Washington, ინგლისი |
წარმოშობა | ტაინ-ენდ-უირი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-როკი, გლემ-როკი, არტ-როკი, ახალი ტალღა, სოფისტი-პოპი |
საქმიანობა | მომღერალი-სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები, სინთეზატორი, ფორტეპიანო, მელოტრონი, ჰარმონიკა, გიტარ, პერკუსია, პანის ფლეიტა |
აქტიური | 1970–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Island, E.G., Polydor, Virgin, EMI Records, Reprise, Warner Bros. Records, Atco, Atlantic, Astralwerks Records |
საიტი | bryanferry.com |
ბრაიან ფერი ვიკისაწყობში |
წარმატებული სიმღერების ავტორობის გარდა, ფერი აგრეთვე აღსანიშნავია სხვა შემსრულებლების ქავერ-ვერსიებით და მუსიკალური სტანდარტების საკუთარი ინტერპრეტაციებით, ალბომებში These Foolish Things (1973), Another Time, Another Place (1974) და As Time Goes By (1999). Roxy Music-თან ერთად ჩაწერილი მასალის ჩათვლით, ფერის მსოფლიოში გაყიდული აქვს 30 მილიონი ჩანაწერი.[2]
ბრაიან ფერი დაიბადა ტაინ-ენდ-უირის (ინგლისი) ქალაქ ვაშინგტონში, მუშათა კლასის ოჯახში. მისი მამა, ფრედ ფერი, იყო ფერმერი და უვლიდა პონებს[3]. ფერი დადიოდა ვაშინგტონის დაწყებით სკოლაში, 1957 წლიდან. მის კლასელებს შორის იყო ევერტონელი ფეხბურთელი ჰოვარდ კენდელი. ფერი ნიუკასლ-აპონ-ტაინის უნივერსიტეტში 1964-1968 წლებში ეუფლებოდა ხატვას.[1][4][5] მასთან ერთად სწავლობდნენ ტიმ ჰედი[6] და ნიკ დე ვილი.[7] ამ პერიოდში ბრაიანი სტუდენტური ჯგუფ The City Blues-ის წევრი იყო.[8] ლონდონში მან მოგვიანებით დაიწყო მუშაობა თიხის ჭურჭლის დამზადების პედაგოგად.[9] მან ჩამოაყალიბა ჯგუფი The Banshees, მოგვიანებით კი, გრემ სიმპსონთან და ჯონ პორტერთან ერთად[10], კოლექტივი Gas Board.[11] ლონდონში საცხოვრებლად იგი 1968 წელს გადავიდა, მუსიკაში კარიერის დაწყების მიზნით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.