![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b7/Bosporan_Kingdom_growth_map-en.svg/langka-640px-Bosporan_Kingdom_growth_map-en.svg.png&w=640&q=50)
ბოსფორის სახელმწიფო
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოსფორის სახელმწიფო ან კიმერიელთა და ბოსფორელთა სამეფო (ბერძ. Βασίλειον τοῦ Κιμμερικοῦ Βοσπόρου, Basileion tou Kimmerikou Bosporou) აგრეთვე ტავრიდა — ანტიკური მონათმფლობელური სახელმწიფო ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. წარმოიქმნა ძვ. წ. V საუკუნის 80-იან წლებში ქერჩისა და ტამანის ნახევარკუნძულებზე არსებული ბერძნული კოლონია-პოლისების გაერთიანების შედეგად, რაც ნაკარნახევი იყო, მათი საერთო სავაჭრო-ეკონომიკური (ხორბლეულის ექსპორტი) და სამხედრო-თავდაცვითი (ირგვლივ მცხოვრები ტომების თავდასხმათა მოგერიება). გაერთიანების მოთავე იყო ქალაქი პანტიკაპეონი (ახლანდელი ქერჩი), რომელიც ბოსფორის სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა.[1] ეს იყო პირვლი რეალური შემთხვევა, როდესაც ბერძნებმა შეძლეს ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობის მქონე, კულტურულად მრავალფეროვან რეგიონში პოლიტიკური შეღწევა და იქ ერთგვარი ბერძნულ-ნომადური კულტურის ჩამოყალიბება. ამ პერიოდიდან ეწოდა ყირიმს შავი ზღვის ციტადელი, რადგან რეგიონის მდებარეობა საშუალებას აძლევდა მის მმართვლებს ფაქტობრივად მთლიანად ეკონტროლებინათ ყველა საზღვაო გზა, რომლითაც შავიზღვისპირეთის კოლონიები, ბერძნები და მცირე აზიელი ტომების ნაწილი სარგებლობდნენ. ძვ.წ. II საუკუნის ბოლოს ბოსფორის სამეფო დაიპყრო პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორმა, რითაც დასრულდა სამეფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ძვ.წ. 63 - ახ.წ 370 წწ.-ში კი ბოსფორი რომის იმპერიის მოკავშირე და მეგობარ სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომლის მმართველებიც ატარებდნენ გარკვეულ ავტონომიურ ნიშნებს რომის იმპერიის პროტექტორატის ქვეშ.
კიმერია ბოსფორის სამეფო ტავრიდა | |||||
| |||||
![]() | |||||
დედაქალაქი | პანტიკაპეონი | ||||
უდიდესი ქალაქები | ნიმფეონი, თეოდოსია, ტანაისი, კირკეონი, ქერსონესი, ჰემონასა. ფანაგორია | ||||
ენები | ბერძნული
სკვითური | ||||
რელიგია | ბერძნული პოლითეიზმი
ნომადური კულტები | ||||
მთავრობა | მონარქია | ||||
ბასილევსი | |||||
- | ძვ.წ. 438-433 | სპარტოკ I | |||
- | ძვ.წ. 433-389 | სატირუს I | |||
- | ძვ.წ. 389-349 | ლეუკონ I | |||
- | ძვ.წ. 349-311 | პერსიდეს I | |||
- | ძვ.წ. 304-284 | სპარტოკ III | |||
- | ძვ.წ. 284-245 | პერსიდეს II | |||
- | ძვ.წ. 240-220 | ლეუკონ II | |||
- | ძვ.წ. 125-108 | პერსიდეს V | |||
ისტორიული ერა | ანტიკური ეპოქა | ||||
- | შეიქმნა | ძვ.წ. 438 | |||
- | დამოუკიდებელი სამეფო | ძვ.წ. 480-108 | |||
- | პონტოს მმართველობა | ძვ.წ. 108-63 | |||
- | რომის მმართველობა | ძვ.წ. 63- ახ.წ. 370 | |||
- | გოთების შემოსევა | ახ.წ. 235-270 | |||
- | გაუქმდა | ახ.წ. 370 | |||
ვალუტა | დრაქმა | ||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | უკრაინა | ||||
ბოსფორის სამეფოს ძირითადი შემოსავალი მონების, ხორბალისა და თევზის ექსპორტი იყო, მოგვიანებით კი მას დაემატა სკვითური ოქროს ნაკეთობები. ვაჭრობის სწრაფმა ზრდამ, ხელი შეუწყო სამეფოს ელიტური კლასის კეთილდღეობას, რაც გამოიხატა დიდ სიმდიდრესა და ქალაქების სწრაფ აღორძინებაში. ეს ყველაფერი ნათლად ჩანს ბოსფორის მეფეების სამეფო ყორღანებში, რომლებიც მიმოფანტულია ყირიმის სამხრეთ ტერიტორიებზე. სამარხებში მრავლადაა ნაპოვნი სკვითური ტიპის ოქროს სამკაულები, ძვირფასი ქვები, ოქროს ვაზები ათენელი ოსტატებისგან, ტერაკოტა შორეული ქვეყნებიდან, აბრეშუმის ქსოვილების ნაშთები და ბარელიეფური სტილით გაკეთებული უზარმაზარი ოქროს ქანდაკებები.