![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1d/GEO-SJ-BJ.svg/langka-640px-GEO-SJ-BJ.svg.png&w=640&q=50)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბორჯომის მუნიციპალიტეტი შედის სამცხე-ჯავახეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1d/GEO-SJ-BJ.svg/640px-GEO-SJ-BJ.svg.png)
მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]
ბორჯომის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 ქალაქი, 4 დაბა, 11 ტერიტორიული ორგანო და 39 სოფელი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან ბალანთის, გვერდისუბნის, გუჯარეთის, დვირის, ტაბაწყურის, ტაძრისის, ტბის და ყვიბისის ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ფართობია 1 189 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 25 214 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა – 21,2.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია ქალაქი ბორჯომი. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის ყვიბისი (1 527 ადამიანი), ბორჯომიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი ბალანთა (70 კმ.).