From Wikipedia, the free encyclopedia
ბოლონიის პროცესი — ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას უმაღლესი განათლებისათვის. ამ უკანასკნელის მიზანი კი არის ევროპის მოქალაქეთა დასაქმებისა და მობილობის გაძლიერება და ევროპული უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ბოლონიის პროცესი დაიწყო უნივერსიტეტების დიდი ქარტიით (ლათ. Magna Charta Universitatum). ეს იყო პროცესის საპროგრამო დოკუმენტი, რომელიც მიღებულ იქნა ქალაქ ბოლონიაში, მსოფლიოს უძველესი ბოლონიის უნივერსიტეტის 900 წლისთავზე, 1988 წელს 382-მა უნივერსიტეტმა მიიღო. ბოლონიის პროცესს საქართველო 2005 წლის მაისში შეუერთდა, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში.
ევროპის უნივერსიტეტების, ქვემორე ხელისმომწერი, რექტორები შეიკრიბნენ ბოლონიაში, ევროგაერთიანების ქვეყნებს შორის საზღვრების გაუქმებამდე ოთხი წლით ადრე, ევროპის უძველესი უნივერსიტეტის ცხრაასი წლისთავის აღსანიშნავად; ევროპულ ერებს შორის შორსგამიზნული თანამშრომლობის იმედითა და რწმენით, რომ ადამიანები და სახელმწიფოები მუდმივცვალებად და მზარდ ინტერნაციონალურ საზოგადოებაში განსაკუთრებით გააცნობიერებენ უნივერსიტეტების როლს. ისინი მიიჩნევენ, რომ
1. ათასწლეულის მიჯნაზე კაცობრიობის მომავალი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმ კულტურულ, სამეცნიერო და ტექნიკურ განვითარებაზე, რომელიც უნივერსიტეტების კულტურულ, სასწავლო და კვლევით ცენტრებში მიმდინარეობს;
2. უნივერსიტეტების დანიშნულება - გაავრცელოს ცოდნა ახალგაზრდა თაობებს შორის - დღეს მთელ საზოგადოებაზე უნდა გავრცელდეს; საზოგადოების კულტურული, სოციალური და ეკონომიკური მომავლი საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს უწყვეტი განათლების უზრუნველსაყოფად;
3. უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს მომავალი თაობა ისეთი განათლებით, რომელიც მას ბუნებრივი გარემოსა და სიციცოხლის ჰარმონიის პატივისცემას ასწავლის.
ევროპის უნივერსიტეტების, ქვემორე ხელისმომწერი, რექტორები, ყველა სახელმწიფოსა და ერის წინაშე ვაცხადებთ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც ამიერიდან საფუძვლად დაედება უნივერსიტეტების საქმიანობას.
ზემოთ მოყვანილი პრინციპების გათვალისწინებით, ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა თანამედროვე პირობების შესაფერისი ეფექტური საშუალებების გამოყენება:
ქვემორე ხელისმომწერი რექტორები, მოქმედებენ რა თავიანთი უნივერსიტეტების სახელით, გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ყველა სახელმწიფომ და დაინტერესებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თავისი პოლიტიკა ჩამოაყალიბოს ამ დიდი ქარტიის მიხედვით, რომელიც უნივერსიტეტების თავისუფალ და ერთსულოვან სურვილს გამოხატავს.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.