ბიოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიოლოგია (ბერძ. βιολογία; βίος — სიცოცხლე + λόγος — სწავლება, მეცნიერება) — მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულებას, ფუნქციებს, გავრცელებას, წარმოშობას, განვითარებას, კავშირს ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან. იგი მოიცავს სიცოცხლის შემსწავლელ მრავალ სხვა მეცნიერებას. ბიოლოგიის კვლევის მთავარი მეთოდებია: დაკვირვება, აღწერა, შედარება და ცდა. კვლევის შედეგები განიხილება ცოცხალ არსებათა ისტორიული ნათესაობისა და განვითარების თვალსაზრისით. ბიოლოგიის მიერ დადგენილ ფაქტებს და კანონზომიერებებს იყენებს მედიცინა, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგები.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ბიოლოგია სწავლობს ცხოვრების ფომრებს (საათის ისრის მიმართულებით მარცხნიდან ზემოთ) E. coli, გვიმრა, გაზელი, გოლიათი ხოჭო