From Wikipedia, the free encyclopedia
უილიამ სკოტ „ბილ“ ბრუფორდი (ინგლ. William Scott "Bill" Bruford, დ. 17 მაისი, 1949, სევენოუკსი, კენტი) — ინგლისელი დრამერი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და მუსიკალური ლეიბლების მფლობელი.[1] იგი იყო ჯგუფ Yes-ის პირველი დრამერი (1968-1972). 1970-იან წლებში გამოდიოდა სხვა ცნობილ ჯგუფებში. 1976 წელს იყო ჯგუფ ჯენესისის დრამერი ტურნეს მსვლელობისას. 1997 წლამდე სხვადასხვა დროს იყო King Crimson-ის დრამერი. შემდგომში მან პროგრესული როკის ჯაზისკენ გადაინაცვლა და წლების მანძილზე იყო საკუთარ ჯგუფ Earthworks-ის ლიდერი. 2009 წლიდან მან შეწყვიტა საჯარო გამოსვლები, მაგრამ კვლავ მართავს ორ ლეიბლს, მონაწილეობს ინტერვიუებში და წერს მუსიკის შესახებ. 2009 წლის დასაწყისში გამოიცა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი Bill Bruford: The Autobiography.
ბილ ბრუფორდი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | უილიამ სკოტ ბრუფორდი |
დაბ. თარიღი | 17 მაისი, 1949 |
დაბ. ადგილი | სევენოუკსი, კენტი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | პროგრესული როკი, ინსტრუმენტული როკი, ჯაზი/ფიუჟენი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | დასარტყმელი საკრავები, პერკუსია |
აქტიური | 1968–2009 |
ლეიბლ(ებ)ი | Polydor, E.G., Voiceprint, Winterfold, Summerfold |
საიტი | |
ბილ ბრუფორდი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.