From Wikipedia, the free encyclopedia
ბერლინის ჰანს აისლერის სამუსიკო უმაღლესი სკოლა (გერმ. Staatliche Hochschule für Musik Hanns Eisler Berlin) დაარსებულ იქნა 1950 წელს და წარმოადგენს ევროპის წამყვან სამუსიკო უმაღლეს სკოლას მთელს სამუსიკო ხელოვნებაში.
ბერლინის ჰანს აისლერის სამუსიკო უმაღლესი სკოლა | |
---|---|
Hochschule für Musik Hanns Eisler Berlin | |
დაფუძნდა | 1950 |
ატარებს სახელს | Hanns Eisler |
ტიპი | კონსერვატორია და საჯარო უნივერსიტეტი |
სტუდენტი | 532[1] |
ქალაქი | ბერლინი |
მხარე | ბერლინი |
ქვეყანა | გერმანია |
კავშირები | German Rectors' Conference[2] , Rektorenkonferenz der deutschen Musikhochschulen[3] და Kommunaler Arbeitgeberverband Berlin[4] |
www.hfm-berlin.de |
უმაღლესი სკოლა მდებარეობს ბერლინის ცენტრში და ატარებს ცნობილი გერმანელი კომპოზიტორისა და მუსიკის თეორეტიკოსის ჰანს აისლერის (გერმ. Hanns Eisler) სახელს.
სამუსიკო უმაღლესი სკოლის მთავარი კორპუსი მდებარეობს ბერლინის ისტორიული ნაწილის შუაგულში - შარლოტენშტრასე 55-ში ბერლინის საკონცერტო სახლის (გერმ. Konzerthaus Berlin) მოპირდაპირე მხარეს ჟანდარმენმარქტზე (გერმ. Gendarmenmarkt). 2005 წელს ჩატარდა ფართო აღდგენითი სამუშაოები, როს შედეგადაც უმაღლესი სასწავლებელი გაფართოვდა და მას ახალი კორპუსი დაემატა შლოსპლატც 7-ში (გერმ. Schlossplatz) ნოიერ მარშტალის (გერმ. Neuer Marstall) შენობაში.
სამუსიკო უმაღლესი სკოლის განკარგულებაშია სიმფონიური მუსიკის ორკესტრი, კამერული მუსიკის ორკესტრი, გუნდი, სასწავლო ორკესტრი, აისლერ ვინდის სიმფონიური სასულე ორკესტრი, და აგრეთვე „ექო ანსამბლი“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.