ბეისბოლი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე
From Wikipedia, the free encyclopedia
ბეისბოლი 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ტოკიოში, პირველად იქნება წარმოდგენილი 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ.[1] ტურნირში ექვსი ეროვნული გუნდი იასპარეზებს. ამ ეტაპზე კვალიფიკაცია მიღებული აქვს ისრაელს, იაპონიას (მასპინძელი), მექსიკას, სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს.
სწრაფი ფაქტები ადგილი, თარიღი ...
ბეისბოლი ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე | |
ადგილი | იოკოჰამის სტადიონი ფუკუშიმის აზუმის ბეისბოლის სტადიონი |
---|---|
თარიღი | 28 ივლისი – 7 აგვისტო, 2021 |
მეტოქეები | 6 |
დისციპლინები | 1 |
დახურვა
ბეისბოლი/სოფტბოლი ერთ-ერთია იმ ხუთი სპორტიდან, რომლებიც მხოლოდ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამას დაემატა. ისინი აღარ დაბრუნდება 2024 წელს.[2]
თავდაპირველად შეჯიბრება უნდა ჩატარებულიყო 2020 წელს, მაგრამ 2020 წლის 24 მარტს, COVID-19-ის პანდემიის გამო, ოლიმპიადა გადაიდო 2021 წლამდე.[3]