ბაშკირეთის რესპუბლიკა (რუს. Респу́блика Башкортоста́н, ბაშკ. Башҡортостан Республикаһы) ან ბაშკირეთი (რუს. Башки́рия) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ვოლგისპირეთის ფედერალურ ოკრუგში.

სწრაფი ფაქტები რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, ქვეყანა ...
რუსეთის ფედერაციის სუბიექტი
ბაშკირეთის რესპუბლიკა
Республика Башкортостан
Башҡортостан Республикаhы
Thumb
დროშა გერბი
Thumb Thumb

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი უფა
შიდა დაყოფა უფა
კოორდინატები 54°28′00″ ჩ. გ. 56°16′00″ ა. გ.
მეთაური რადიი ხაბიროვი
სახელმწიფო საბჭოს
თავმჯდომარე
კონსტანტინ ტოლკაჩიოვი
დაარსდა 11 ოქტომბერი, 1990
ფართობი 142 947 კმ²
ოფიციალური ენა რუსული, ბაშკირული
მოსახლეობა 4 013 786 კაცი (2021)
სიმჭიდროვე 28,08 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი 347
საავტომობილო კოდი 02 და 102
ოფიციალური საიტი bashkortostan.ru
რუსეთის ფედერაციის
სუბიექტის კოდი
02
Thumb
ბაშკირეთი
დახურვა
Thumb

დედაქალაქი - ქ. უფა.

ესაზღვრება თათრეთისა და უდმურტეთის რესპუბლიკებს, პერმის მხარეს, აგრეთვე სვერდლოვსკის, ჩელიაბინსკის და ორენბურგის ოლქებს.

შეიქმნა 1919 წლის 23 მარტს.

გეოგრაფიული მდებარეობა

რესპუბლიკა მდებარეობს სამხრეთ ურალის ფერდობსა და იმიერურალზე. ბაშკირეთის ტერიტორიაზე უმაღლესი წერტილია - მთა იამანთუ (1640 მ). რესპუბლიკის განფენილობა ჩრდილოეთიდან სამხრეთით - 550 კმ, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით - 430 კმ.

დიდი მდინარეებია: ბელაია (აგიზელი) (1430 კმ) და მისი შენაკადები ნუგუში (235 კმ), სიმი (239), უფა (918 კმ), დიომა (556 კმ), აგრეთვე საკმარა (760 კმ), ურალი და იკი (571 კმ).

ლიტერატურა

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.