ბართქორთი
ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
ბართქორთი — ქედი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ყოფს დევდარაკისა და ჩათის მყინვარებს. სიგრძე 3 კმ-მდე, ეშვება ზღვის დონიდან 4000-დან 3000 მ-მდე. წარმოადგენს ანდეზიტის ვულკანურ ნაკადს. თხემი დაფარულია თოვლ-ყინულით და უმთავრესად ნივალურ ზონაშია. ადგილ-ადგილ დამახასიათებელი წვეტიანსვეტებიანი გაშიშვლებული კლდეებია.[2]
სწრაფი ფაქტები ბართქორთი ...
ბართქორთი | |
---|---|
კოორდინატები: 42°43′49″ ჩ. გ. 44°32′59″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 4000 მ |
სიგრძე | 3 კმ |
დახურვა