![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5d/%25D0%2591%25D0%25B0%25D1%2580%25D0%25B3%25D1%2583%25D0%25B7%25D0%25B8%25D0%25BD%25D1%2581%25D0%25BA%25D0%25B8%25D0%25B9_%25D0%25B7%25D0%25B0%25D0%25BB%25D0%25B8%25D0%25B2_%25D1%2581%25D0%25B2%25D0%25B5%25D1%2580%25D1%2585%25D1%2583.jpg/640px-%25D0%2591%25D0%25B0%25D1%2580%25D0%25B3%25D1%2583%25D0%25B7%25D0%25B8%25D0%25BD%25D1%2581%25D0%25BA%25D0%25B8%25D0%25B9_%25D0%25B7%25D0%25B0%25D0%25BB%25D0%25B8%25D0%25B2_%25D1%2581%25D0%25B2%25D0%25B5%25D1%2580%25D1%2585%25D1%2583.jpg&w=640&q=50)
ბარგუზინის ყურე
From Wikipedia, the free encyclopedia
ბარგუზინის ყურე (რუს. Баргузинский залив) — ყურე ბაიკალის ტბაში. ბურიატეთის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილი.[1] ფართობი 790 კმ². მატერიკში შეჭრილია დაახლოებით 30 კმ-ში, რითაც ქმნის ბაიკალის უდიდეს ყურეს. სიგანე 20 კმ-მდეა. ერთვის მდინარე ბარგუზინი. ტერიტორიის გარკვეული ნაწილი მოქცეულია იმიერბაიკალეთის ეროვნული პარკის ფარგლებში. ზაფხულის პერიოდში წყალი თბება +22°-მდე.[2]