ბარამ ვარდანისძე
From Wikipedia, the free encyclopedia
ბარამ ვარდანისძე — სვანთა ერისთავი 1177–1180-იან წლებში. შოთა მესხიას კვლევის თანახმად, ორბელთა ამბოხების შემდეგ გიორგი III ისევ ვარდანისძეებს სწყალობს. ამ პერიოდში უნდა დაენიშნა მეფეს სვანთა ერისთავად ბარამ ვარდანისძე, რომელიც ამ თანამდებობას, თამარის პირველი ისტორიკოსის თანახმად, თამარის მეფობის დასაწყისში ფლობდა: „ბარამ ვარდანისძე, სუანთა ერისთავი“.[1]