ბანგლადეშის დემოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბანგლადეში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მერვე ადგილზეა. ბანგლადეშში მსოფლიოს მოსახლეობის 2.2% ცხოვრობს. 2021 წლის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა 169 356 251 ადამიანს შეადგენს.[1]
1947 წლამდე ბანგლადეში აღმოსავლეთ ბენგალის სახელით იყო ცნობილი, ხოლო 1947-1971 წლებში აღმოსავლეთი პაკისტანი ერქვა. ქვეყანა ეთნიკურად ერთგვაროვანია და მისი სახელწოდება ბენგალელთა ეთნოლინგვისტური ჯგუფიდან მომდინარეობს, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 98%-ს შეადგენს. ჩიტაგონგის მთიან რაიონში, სილჰეტის, მაიმანსინგჰის, ბარისალისა და ჩრდილოეთ ბენგალის რეგიონებში სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები ცხოვრობენ. რეგიონის მასშტაბით ბენგალურის სხვადასხვა დიალექტზე მეტყველებენ. ჩიტაგონგსა და სილჰეტში მოსაუბრეთა დიალექტი საკმაოდ განსხვავებულაი. ბანგლადეშის მოსახლეობის 91.04% მუსლიმია. უდიდეს რელიგიურ უმცირესობას ინდუისტები წარმოადგენენ (7.95%). მოსახლეობის 0.61% ბუდისტა, 0.3% ― ქრისტიანია, ხოლო 0.12%-ს სხვა აღმსარებლობის მიმდევრები შეადგენენ.[2]
ბანგლადეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფოა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთ ქალზე შობადობის საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 2/3-ით შემცირდა. ამჟამად ერთ ქალზე შობადობის საშუალო მაჩვენებელი 2-ის ტოლია. შობადობის აღნიშნული დონის შენარჩუნების შემთხვევაში მიგრაციის გარეშე ბანგლადეშის მოსახლეობა იმ დონეს მიაღწევს, როცა რაოდენობა არც მოიმატებს და არც დაიკლებს.[3]