From Wikipedia, the free encyclopedia
ბალკანური ომები — ორი კონფლიქტი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 1912-1913 წლებში. პირველ ომში ოთხმა ბალკანურმა სამეფომ დაამარცხა ოსმალეთის იმპერია, ხოლო მეორე ომი ამ ოთხიდან ერთ-ერთი ბულგარეთის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. ოსმალეთის იმპერიამ დაკარგა თითქმის მისი ყველა სამფლობელო ევროპაში. ამ ომების შემდეგ ასევე დასუსტდა ავსტრო-უნგრეთის იმპერია და გაძლიერდა სერბეთი.[2] ამან გამოიწვია ბალკანეთის კრიზისი 1914 წელს, რაც იყო პირველი მსოფლიო ომის პრელუდია.[3]
ბალკანეთის ომები | |||
---|---|---|---|
ბულგარელი ჯარისკაცები ელოდებიან ედირნეზე შეტევის დაწყებას | |||
თარიღი | 8 ოქტომბერი 1912 – 18 ივლისი 1913 | ||
მდებარეობა | ბალკანეთის ნახევარკუნძული, ეგეოსის ზღვა.[1] | ||
შედეგი | ლონდონის საზავო ხელშეკრულება (1913) - ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება (1913) | ||
მხარეები | |||
მეთაურები | |||
| |||
ბალკანეთის ომები ვიკისაწყობში |
XX საუკუნის დასაწყისში საბერძნეთმა, ბულგარეთმა, მონტენეგრომ და სერბეთმა ოსმალეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს, თუმცა მათი ეთნიკური მოსახლეობის დიდი ნაწილი რჩებოდა ოსმალთა ბატონობის ქვეშ. 1912 წელს ამ ქვეყნებმა ჩამოაყალიბეს ბალკანეთის კავშირი. პირველი ბალკანური ომის დროს თურქეთი იყო საკმაოდ ჩამორჩენილი, არა რეფორმირებული ქვეყანა და მან ვერ შეძლო გაეწია წინააღმდეგობა ოთხი ბალკანური სახელმწიფოსთვის.[4][5] თურქეთმა მდინარე მარიცას დასავლეთით დაკარგა თითქმის ყველა ტერიტორია. დაკარგული ტერიტორიების შედეგად თურქეთში ყოფილი ბალკანეთის მიწებიდან გადმოვიდა დაახლოებით 2,5 მილიონი ლტოლვილი. მარცხმა დიდი გავლენა მოახდინა თურქებზე და გამოიწვია იმპერიის შემდგომ ხუთ წელიწადში დაშლა. ნაზიმ ფაშა რომელიც იყო ამ ომში თურქეთის ჯარის ხელმძღვანელი მოძრაობა ახალგაზრდა თურქების წევრებმა მოკლეს. ბალკანეთის პირველი ომი 7 თვეში ლონდონის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა.
მეორე ბალკანური ომი დაიწყო 1913 წლის 16 ივნისს. ბულგარეთი უკმაყოფილო იყო ყოფილი მოკავშირეების საბერძნეთისა და სერბეთის მიერ მაკედონიის რეგიონის საიდუმლო გაყოფით და მათ წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ბერძნებმა და სერბებმა მოიგერიეს ბულგარელების შეტევა და კონტრ-შეტევაზე გადავიდნენ. ამ დროს თურქეთმა და რუმინეთმაც შეუტიეს ბულგარეთს და გარკვეული ტერიტორიები მიიღეს. შედეგად, ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით ბულგარეთმა დაკარგა პირველი ბალკანური ომის დროს მოპოვებული ტერიტორიის უმეტესი ნაწილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.