ბალდონელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბალდონელი (ინგლ. Baldonnel; ირლ. Baile Dhónaill) — გარეუბანი ირლანდიაში, მდებარეობს სამხრეთ დუბლინის საგრაფოში (ლენსტერის პროვინცია).
გარეუბანი | |
---|---|
ბალდონელი Baile Dhónaill | |
ქვეყანა | ირლანდია |
დაქვემდებარება | გარეუბანი |
პროვინცია | ლენსტერილენსტერი |
საგრაფო | სამხრეთ დუბლინი |
კოორდინატები | 53°17′58″ ჩ. გ. 6°26′09″ დ. გ. |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
ბალდონელი მდებარეობს დუბლინის სამხრეთით 16 კმ-ში და ცნობილია, როგორც გარეუბანი, რომელშიც 1922-დან 1939 წლამდე მდებარეობდა ირლანდიის საჰაერო კორპუსის შტაბ-ბინა. 1928 წლის 12 აპრილს სამი ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა შეასრულა ისტორიაში პირველი ტრანსატლანტიური გადაფრენა აღმოსავლეთიდან დასავლეთით, რომელიც გრძელდებოდა 37 საათი. გადაფრენა დაიწყო ბალდონალში და დამთავრდა გრინლი-აილენდში (ნიუფაუნდლენდი). ამჟამად ბალდონელში არის კორპუსის საავიაციო სკოლა[1].
ბალდონელთან ახლოს მდებარეობს აეროპორტი Casement (სხვა სახელწოდება — Baldonnel)[2], რომელშიც განლაგებულია ავიაციის მუზეუმი (ინგლ. Air Corps Museum)[3] და რომელიც დუბლინის მეორე აეროპორტს წარმოადგენს, რადგან ნაკლებადაა დაფარული ნისლით[4].