From Wikipedia, the free encyclopedia
ბაკალის რაიონი (ბაშკ. Баҡалы районы; რუს. Бакалинский район) — მუნიციპალური რაიონი ბაშკირეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაცია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია სოფ. ბაკალი, რომელიც მდებარეობს უფიდან 173 კილომეტრში.
ბაკალის რაიონი Бакалинский район | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ბაკალი[1] | ||||
კოორდინატები | 55°10′35″ ჩ. გ. 53°48′10″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 20 აგვისტო, 1930 | ||||
ფართობი | 1951 კმ² | ||||
სალაპარაკო ენები | ბაშკირული, რუსული | ||||
მოსახლეობა | 26 772 კაცი (2016) | ||||
სიმჭიდროვე | 13,72 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა | კრიაშენები, თათრები, რუსები, ბაშკირები | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+5 | ||||
სატელეფონო კოდი | +7 34745 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.bakaly.ru | ||||
| |||||
ბაკალის რაიონი მდებარეობს ბაშკირეთის დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება ილიშევის რაიონი. აღმოსავლეთიდან - ჩეკმაგუშევის რაიონი, სამხრეთიდან - შარანის რაიონი, ხოლო დასავლეთიდან - თათრეთი. რაიონის ფართობია 1 951 კმ².
რაიონი დაარსდა 1930 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით მოხდა ბაშკირეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანტონებად დაყოფის გაუქმება და როდესაც შეიქმნა 48 რაიონი.
2010 წლის რუსეთის საყოველთაო აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობენ: თათრები — 53,4 %, რუსები — 22,3 %, ბაშკირები — 17,3 %, ჩუვაშები — 3 %, მარიელები — 2,7 %, სხვა ეროვნების პირები — 1,1 %[2].
ბაკალის რაიონში არის 96 დასახლებული პუნქტი, რომლებიც ერთიანდებიან 17 სასოფლო დასახლებაში[3].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.